მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის დინამიკა მიმოიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.
GUARDIAN.GE - „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი რობერტ კენედი უმცროსი 1963 წლის 22 ნოემბერს, თავისი ბიძის, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობაში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ადანაშაულებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ქალაქ სენაკსა და ქუთაისში გარბენი გაიმართა. სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებმა ქალაქის ქუჩებში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.
შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, №26 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ფოთს, ხობს და სენაკს მოიცავს, საქართველოს პარლამენტის წევრად, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, არჩეულია გიორგი ხახუბია (№41 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“). შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 105 314 ამომრჩეველი, არჩევნებში მონაწილეობა 29 591-მა ამომრჩეველმა მიიღო.
აკაკი წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-19-მე-20 საუკუნის პერიოდის რამდენიმე აკლდამაა აღმოჩენილი.
„ევროპის დღე“ ჩვენი ყოველწლიური ღონისძიებების სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და იკავებს, უპირველესყოვლისა, იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული კურსი ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ, „ევროპის დღეებთან“ დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მე მჯერა, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ევროპის დღის” გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო ჰოსპიტალს Acibadem
Saglik Hizmetleri ve Tic. A.S. შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ,
გიორგი ბუბუნაურმა და Acibadem Saglik Hizmetleri ve Tic. A.S კლინიკის გენერალური
დირექტორის მოადგილემ რასიმ ტოპუზმა მოაწერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.