საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად გაგრძელდება.
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 იანვარი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0052 პუნქტით გაუფასურდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
პროგრამულად შესაძლებელია იმის იდენტიფიცირება, ნამდვილად ჰქონდა თუ არა 2020 წლის განმავლობაში მინიმუმ ორი თვე ხელფასი დასაქმებულს. შესაბამისად, ამას ვაკეთებთ კიდევაც შემოსავლების სამსახურში და მხოლოდ ამის იდენტიფიცირების შედეგად ვაგზავნით შემდგომში ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში კომპენსაციის მიღების მიზნით, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ განაცხადა.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი ისმის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” ოფიციალურად ჩაერთო. ქვედანაყოფმა ბაგრამის საავიაციო ბაზის დაცვის ამოცანა პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონისგან უკვე სრულად ჩაიბარა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიება საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ასევე სამოქალაქო პირთა ხსოვნას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევიდან 496 თბილისში, 187 იმერეთში, 105 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა, – ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.