მზად ვართ, ელჩების თანდასწრებით შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, - განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს. მას აქვს მოლოდინი, რომ მეხუთე რაუნდი ჩაიშლება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 იანვარი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით გაუფასურდა.
ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ბოიკო ბორისოვი გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურად ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.
ამბროლაურის აეროპორტს დღეს ოთხი წელი შეუსრულდა. პირველი რეისი ნატახტარიდან რაჭის მიმართულებით 2017 წლის 14 იანვარს შესრულდა გახსნის დღიდან დღემდე ამბროლაურის აეროპორტი 6 100-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, – ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 232 კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი წინააღმდეგი წავიდა.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს დროშები აღიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.