თბილისში დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ე.წ. ბასლეინებზე ავტომანქანების გადაადგილება ნებადართული იქნება.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 881 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ნოე ხომერიკის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველას, ვინც 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს, ვულოცავ, - მილოცვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook გვერდზე ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს, მანმადე კი რეზოლუციის პროექტს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებში განიხილავენ.
(GUARDIAN.GE) - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, ამ უკანასკნელის მიერ ევროგაერთიანების დატოვების შემდეგ, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რითაც თევზჭერის უფლებებსა და მომავალი ბიზნეს წესების თაობაზე თვეების განმავლობაში არსებული უთანხმოება დასრულდა. დაუნინგ სთრითზე გამართულ პრესკონფერენციაზე ბორის ჯონსონმა განაცხადა: „ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენს კანონებზე კონტროლი და ჩვენი დანიშნულება“.
გავრცელებული პანდემიის გამო, 2020 წლის 25 დეკემბერს, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება. ამის თაობაზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
„ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი ქვეყნისთვის, განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისთვის არის პრობლემა; საუბარი იმაზე, გაუძლებთ?! ამორალურია; ჩვენი ვალდებულებაა, გავუძლოთ და თუ ვინმეს ჰგონია, რომ პარლამენტში არ შემოვა და ორიენტირებული იქნება დიალოგის ჩაშლაზე იმიტომ, რომ ვიღაც რაღაც გამოწვევებს ვერ გაუძლებს, ფუჭი იმედებია,“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.