საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას, საზოგადოებას ახალი კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალებში გადადგმული ნაბიჯები, სამხედრო ბაზებზე მიღებული ზომები გააცნო და უხილავ მტერთან ბრძოლის პროცესში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მან პანდემიასთან ბრძოლის საქმეში თავდაცვის ძალებში  გამოჩენილი ორგანიზებული და დისციპლინური მზაობა კიდევ ერთხელ გაიხსენა,  პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარი, რომელიც  მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე იმყოფება, უჩვეულო მტერთან ბრძოლაშიც სხვადასხვა ფორმით აქტიურად არის ჩართული. 

სრულად...

ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, სამხედრო მოსამსახურეების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა. 

სრულად...

საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით განხორციელებულ ნაბიჯებზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის საქმიანობის შეჯამებისას. საზოგადოებასა და მედიას ანგარიში თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში წარუდგინა. მისი განცხადებით, წარსული გამოცდილების გააზრებით, უწყების მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებას. 

სრულად...

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის საქმიანობის შეჯამება სამხედროების ზრუნვის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრით დაიწყო. თავდაცვის უწყებაში 2020 წელი სამხედროების ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული, შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალურ პირობების შექმნას ემსახურება. 

სრულად...

„ჩემი, როგორც მერის ამოცანაა, თბილისი იყოს მწვანე, მოწესრიგებული ტრანსპორტით, უკეთესი სოციალური დაცვის მექანიზმებით, ძლიერი ეკონომიკით, მოწესრიგებული განაშენიანებით, კომფორტული და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში 50 მილიონი ლარი დაემატება. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. 

სრულად...

2020 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი შეადგენს 1 113 193 კვ. მეტრს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 873 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას. 

სრულად...

დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ინტეგრირებული სისტემა დაინერგება, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას. 

სრულად...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცებისა და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსების მიმართულებით არსებული კანონმდებლობა სუსტია. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი