GUARDIAN.GE - თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯეფრი ფლეიკს თურქეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების და ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში სდებს ბრალს და მოუწოდებს ამერიკელ დიპლომატს „შორს დაიჭიროს მისი ბინძური ხელები თურქეთისგან“. მანამდე დასავლეთისადმი მძაფრი კრიტიკით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოვიდა და თქვა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები „მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ფიქრობენ“.

სრულად...

GUARDIAN.GE -  ევროკავშირი, კიევში გამართულ ისტორიულ სამიტზე უკრაინას მეტ დახმარებას და მხარდაჭერას, რუსეთს კი, ომის დაწყების წლისთავზე, სანქციების ახალ პაკეტს დაჰპირდა. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი ატარებს სამიტს ომში მყოფ ქვეყანაში. და ის ფაქტი, რომ კომისიის უმეტესობა ჩავიდა კიევში ამ ღონისძიებისთვის, თავისთავად ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის მიმართ“, - განუცხდა კამილ გრანდმა, ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ახლა ევროპული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა პოლიტიკის თანამშრომელმა „Euronews“-ს და დაამატა: „ასე რომ, ეს არის ის, რაც ღირებულია და ვფიქრობ, რომ თავად უკრაინელები აფასებენ ამას. და მოდით, გავიხსენოთ, რომ მთელი ეს საუბარი დაიწყო 2014 წელს, როდესაც უკრაინის მოსახლეობამ „მეიდანზე“ გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. ამგვარად, ვფიქრობ, ეს თავისთავად ძალიან პოზიტიური სიგნალია“.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მათ, ვინც გერმანიას რუსეთის ფედერაციასთან ახალ ომში ითრევს და მოელის, რომ გაიმარჯვებენ, არ ესმით, რომ თანამედროვე ომი რუსეთთან განსხვავებული იქნება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს „არ დასრულდება ჯავშანტექნიკის გამოყენებით“.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის უმაღლესი ოფიციალური პირების მხრიდან საჰაერო მხარდაჭერის განახლების მოწოდებების მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინაში „F-16“ გამანადგურებელი თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, აშშ ხომ არ უზრუნველყოფს უკრაინას თვითმფრინავებით, ბაიდენმა მარტივად უპასუხა - „არა“. მისი კომენტარი ერთი დღის შემდეგ გაკეთდა, რაც გერმანიის ლიდერმა ასევე გამორიცხა საბრძოლო თვითმფრინავების კიევისთვის მიწოდება.

სრულად...

GUARDIAN.GE - გერმანიის კანცლერმა უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა გამორიცხა. „Tagesspiegel“-თან ინტერვიუში ოლაფ შოლცმა თქვა, რომ იგი გერმანული წარმოების „Leopard 2“ ტანკების მიწოდებაზე იქნება ფოკუსირებული.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთი მომდევნო წლებში სამხედრო ხარჯებს მესამედით და უფრო მეტადაც გაზრდის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამ პერიოდის ბიუჯეტი 413 მილიარდი ევრო იქნება, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2019-2025 წლებში გამოყოფოლი 295 მილიარდი ევროს ფონზე.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, აქედან ცხრა პირი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა, კიდევ შვიდი პირი კი – საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დინამიკა დადებითია და ყველაფერი თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის გეგმის ფარგლებში ვითარდება. ამის შესახებ პუტინმა ტელეარხ „Россия 1“-ის პროგრამაში „Москва. Кремль. Путин“ - განაცხადა.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთმა განაცხადა, რომ ახალი წლის სარაკეტო თავდასხმა, რომელმაც სულ მცირე 89 რუსი ჯარისკაცი იმსხვერპლა, ჯარისკაცების მიერ თავიანთი მობილური ტელეფონების გამოყენების გამო მოხდა. უკრაინამ 1-ელი იანვრის შუაღამის შემდეგ დაარტყა სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ კოლეჯს მაკიევკაში, ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე. რუსი სამხედროების განცხადებით, ჯარისკაცების მიერ აკრძალული ტელეფონების გამოყენებამ მტერს საშუალება მისცა დაედგინა თავისი სამიზნე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი