GUARDIAN.GE - რომის ყოფილი პაპი ბენედიქტ XVI თავის ვატიკანის რეზიდენციაში, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა, თითქმის ათი წლის შემდეგ, რაც მან ჯანმრთელობის პრობლემების გამო პაპობაზე უარი თქვა. ის კათოლიკურ ეკლესიას რვა წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ედგა სათავეში, ვიდრე 2013 წელს გადადგებოდა, რითაც მე-15 საუკუნის შემდეგ პირველი პაპი გახდა, რომელმაც მოვალეობის შესრულებაზე თავისი ნებით თქვა უარი. მანამდე, 1415 წელს, გრიგოლ XII გადადგა პაპის პოსტიდან.
GUARDIAN.GE - უკრაინაში ბრძოლები ამჟამად ჩიხშია შესული, რადგან არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა, განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. „სიტუაცია უბრალოდ ჩაკეტილია“, - განაცხადა კირილო ბუდანოვმა BBC-ისთან ინტერვიუში. - „მდგომარეობა უძრავია“.
GUARDIAN.GE - რომის კაფეში მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ქალი, მათ შორის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი მოკლა და კიდევ ოთხი სხვა ადამიანი დაჭრა. დაშავებულთაგან, სავარაუდოდ, ორი ქალი და ორი მამაკაცია, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 57 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობა პოლიციას ჯერ არ დაუსახელებია, დაკავებულია.
GUARDIAN.GE - ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ რეკომენდაცია გაუწია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს დაფინანსების შეჩერებას, რადგან ვიქტორ ორბანის მთავრობა წარუმატებელი აღმოჩნდა ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელებაში. მთლიანობაში, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ ბუდაპეშტს 13,3 მილიარდი ევრო (37,45 მილიარდი ლარი) ევროკავშირის ფული უნდა გაეყინოს ბიუჯეტისა და „კოვიდის“ შემდგომი პერიოდის აღდგენის დაფინანსების მიმართულებით, არადა, როგორც BBC იუწყება, უნგრეთს სასიცოცხლოდ სჭირდება ეს ფული, რადგან ქვეყნის ეკონომიკა არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაშია და ინფლაცია სულ უფრო და უფრო იზრდება.
GUARDIAN.GE - ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, იტყობინება ბელარუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანზე, ანატოლი გლაზზე დაყრდნობით.
GUARDIAN.GE - პოლონეთში ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რაკეტების ჩამოვარდნის შედეგად. დაღუპულები ადგილობრივი ფერმერები არიან. პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, არ არსებობს „სარწმუნო მტკიცებულება“ იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა. დუდას თქმით, იგი ელოდება, რომ მისი ქვეყანა, ოთხშაბათს, ნატოს წევრების საგანგებო შეხვედრას მოიწვევს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში „რუსული წარმოების“ რაკეტები შემოიჭრა და ორი ადამიანი დაიღუპა.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასი რიში სუნაკმა შეცვალა მას შემდეგ, რაც იგი ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს შეხვდა.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასს რიში სუნაკი შეცვლის. გადაწყვეტილება ამ წუთებში გახდა ცნობილი.
GUARDIAN.GE - ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიზ ტრასის შემცვლელად თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საკმარისი მხარდაჭერისა, გადაწყვიტა, რომ მისი კენჭისყრა მართებული არ იქნება.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობისთვის შესაძლოა, პოსტიდან ცოტა ხნის წინათ წასულმა ბორის ჯონსონმა იბრძოლოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ გამოცემებზე - „თაიმსზე“ და „დეილი ტელეგრაფზე“ დაყრდნობით იუწყება. როგორც „თაიმსი“ წერს, ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ ეს „ეროვნული ინტერესის“ საქმეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.