ჯერ კიდევ გუშინ, კლინტონის მხარდამჭერები "დიდი უპირატესობით გამარჯვებაზე" საუბრობდნენ, მაგრამ ამ ღამის უახლესმა მონაცემებმა დაამტკიცა, რომ ისინი ცდებოდნენ.
დონალდ ტრამპი ნიუ იორკის "ტრამპ თაუერიდან" სასტუმრო ჰილტონისკენ გაემგზავრა, სადაც იგი ამაღამ ე.წ. გამარჯვების მიტინგს გამართავს. ამის შესახებ BBC წერს.
50 შტატიდან 41-ში დათვლილი ხმების მიხედვით დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 244 ხმა აქვს, ჰილარი კლინტონს 209, გამარჯვებისთვის კი 270 ხმაა საჭირო.
"რესპუბლიკელმა" დონალდ ტრამპმა მთავარი შტატაები - ოჰაიო და ჩრდილო კაროლინა მოიგო, მაშინ როცა ჰილარი კლინტონი ვირჯინიას იგებს, ხმების დათვლა კი მთელ შეერთებულ შტატებში გრძელდება. საბოლოო შედეგები შუაღამის შემდეგ, თბილისის დროით კი ოთხშაბათს დილის 9 საათის შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ BBC წერს.
მარკო რუბიომ, რომელიც "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, მაგრამ პრაიმერში დამარცხდა, ამჯერად ფლორიდაში სენატის არჩევნებში გაიმარჯვა.
კალიფორნიაში, აზუსაში საარჩევნო უბანი დაიხურა მას შემდეგ, რაც მის სიახლოვეს სროლები მოხდა, რომლის შედეგადაც ბოლო ინფორმაციით, მოკლულია ერთი და დაჭრილიასამი სხვა ადამიანი.
კალიფორნიაში, აზუსაში საარჩევნო უბანი დაიხურა მას შემდეგ, რაც მის სიახლოვეს სროლები მოხდა.
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მისცეს ხმა შეერთებული შტატების ყოფილმა "რესპუბლიკელმა" პრეზიდენტმა, ჯორჯ დაბლიუ ბუშმა და მისმა მეუღლემ, ლორა ბუშმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დონალდ ტრამპს თუ "დემოკრატ" ჰილარი კლინტონს.
ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ დღევანდელი არჩევნები ერთ-ერთი დასამახსოვრებელი იქნება, მაგრამ მას არ გაუკვირდებოდა თუ ტრამპი იყოყმანებდა კლინტონთან არჩევნების დათმობას. „რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ საკმაო დრო გვაცილებს ამის გასაგებად და ჯერჯერობით არ ვიცით ვინ გაიმარჯვებს“, დასძინა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.