საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. ამჯერად, მინისტრმა სამუშაო შეხვედრა ქალაქ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-მდე მასწავლებელთან გამართა და მათგან პირადად მოისმინა მოსაზრებები სკოლებში არსებული გამოწვევების შესახებ.
GUARDIAN.GE - ზაკის საშუალო სკოლაში 1992 წელს დავიწყე მუშაობა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. საერთოდ, მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ ბედის წყალობით, მასწავლებელი გავხდი. ისე მიყვარს ჩემი სამუშაო, ბავშვები, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, თამამად ვიტყვი - ამ პროფესიის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაკის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ვარდუჰი მკრტჩიანმა განუცხადა.
2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებული საქართველოს მთავრობის №221 დადგენილების თანახმად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში ცვლილები შევიდა. დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს და ის 15 ივნისიდან ამოქმედდება.
საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსმა ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის მობილიზაციისა და რეკრუტირების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
ჩემთვის, სრულიად სხვა გარემოში გაზრდილი ადმიანისათვის, საქართველო პირველ რიგში ნიშნავს სამშობლოს, ძვირფას ადგილს, რომლის გულისთვისაც ადამიანი დღენიადაგ უნდა ზრუნავდეს - დაიხარჯოს მისი კულტურის, ენის, ადათების შესწავლისთვის, იცოდეს მის შესახებ რაც შეიძლება მეტი, მუდამ იზრუნოს ამ ქვეყნის განვითარებაზე, მსოფლიოში მისი ავტორიტეტის ამაღლებაზე, - ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა ოგანეს შორაღიანმა ქართულ ენაზე განუცხადა. (რედაქციის შენიშვნა: ბატონ ოგანეს შორაღიანთან ვრცელი ინტერვიუ მთლიანად ქართულ ენაზეა ჩაწერილი).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.