საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო ხელსაწყოების ნაკრები გადასცა. საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Motor Sich-ის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უკრაინულ სამხედრო სამრეწველო კომპანიასთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. Motor Sich - თან თანამშრომლობა სამხედრო მრეწველობის განვითარებასა და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზებას ისახავს მიზნად. აღნიშნული საწარმო თავდაცვის ძალების კუთვნილი შვეულმფრენების ძრავებისა და რედუქტორების შეკეთებაზე უკვე მუშაობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრიუს კალინდრას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვან საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში ორშაბათს, 18 იანვარს განახლდა და სწავლის პროცესი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ჯანდაცვის სამინისტრების რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება. როგორც პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის, ისე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდის ჩატარება ივნისიში, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე იგეგმება.
შეერთებული შტატების 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ საპრეზიდენტო ფიცი დადო და 78 წლის ასაკში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.