ნიუ ჰამფშირის „დემოკრატიული“ პრაიმერის შეჯიბრში მემარცხნე ფრთის სენატორმა, 78 წლის ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა, ხოლო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისთვის ეს ღამე საშინელი აღმოჩნდა.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ სამეცნიერო კონფერენციას „ცოდნას მივყავართ გამარჯვებამდე“ უმასპინძლა. კონფერენცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, კაი კაარელსონთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი" თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი მექსიკის შეერთებული შტატებიდან ტეკილას მარეგულირებელი საბჭოს (CRT) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტეკილას სასაქონლო ნიშნის ოფიციალურად დარეგისტრირების საკითხი განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან გერჰარდ შაუმბერგერთან სამთო ტურიზმის დარგში პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივები და ერთობლივი სამომავლო პროექტები განიხილა.
თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მეხანძრეებისთვის შექმნილმა „ჭკვიანმა ჩაფხუტმა“ ესტონეთში მოსწავლეთა საერთაშორისო კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე ყველაზე ინოვაციური გამოგონების ნომინაციაში გაიმარჯვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქ. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება. 12-13 თებერვალს ალიანსის შტაბ-ბინა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს უმასპინძლებს.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლის პირადი შემადგენლობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსი დასრულდა. სასწავლო პროგრამა ოთხი კვირის განმავლობაში ორ ფაზად, აბულის სამთო სასროლეთსა და დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია, სადაც კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები მოინახულა, სტუდენტებს შეხვდა და პროგრამების მიმდინარეობასა და არსებულ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.
დიდ ბრიტანეთს მძლავრი ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელსაც თან ახლავს ძლიერი წვიმა. ქარის სიჩქარე ზოგან 90 მილ/სთ-ს (146 კმ/სთ) შეადგენს. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია შენობები. BBC-ის ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დატბორილია ქუჩები და სახლები. ათეულობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშა დარჩენილი. ავიახაზებმა ასეულობით ფრენა გააუქმეს, რამდენიმე სარკინიგზო კომპანიამ კი დაჟინებით მოუწოდა მგზავრებს მოგზაურობისაგან თავშეკავებისკენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.