წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი საჯარო სკოლების დირექტორები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობის პარალელურად სომხურ ენას და ლიტერატურას ასწვლიან და ასევე, არაქართულენოვანი სკოლების სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგები მათთვის საგანში გამოცდის დანიშვნას მოითხოვენ, რათა თავიანთი კოლეგების მსგავსად მათაც მიეცეთ უფროსი თუ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა და შესაბამისად, ასეთი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის განსაზღვრული სახელფასო დანამატების მიღება, რომელიც მათთვის საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენს.
„ძალიან განსაკუთრებული ადამიანი გარდაიცვალა, მამა მიქაელ ასათიანი. ის სოხუმელი კაცი იყო, რომელიც გავიცანი 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გლდანის მე-2 მიკრო რაიონში მან შეკრიბა დიდი ჯგუფი ადგილობრივი ახალგაზრდების, ძირითადად დევნილების და უტარებდა მათ ყველანაირ მეცადინეობას, ასწავლიდა კონკრეტულ პროფესიებს“, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და განაგრძობს:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერეს.
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საერთაშორისო მანევრის კაპიტნის პირველი საკარიერო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას მათ ყურადღება სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს და ამერიკელ პარტნიორებს კურსის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.
ჩინეთმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქებიდან მოყოლებული სამ ერთმანეთს მოყოლებულ დღეში ახალი შემთხვევების კლებას აქვს ადგილი. კვირას, ხელისუფლებამ 2,900 ახალი შემთხვევისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით 142 ადამიანის სიკვდილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავირუსით 68,000 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1,665-ს შეადგენს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინელ კოლეგას ანტი კაიკონენს შეხვდა. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტოტალური თავდაცვის მიმართულებით საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებულ რეფორმებზე.
საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლას პანაგიოტოპულოსის განხილვის მთავარი თემა იყო. საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.