ნატოს მიერ გადმოცემული ავტოსატრანსპორტო ტექნიკა უკვე საქართველოშია. ალიანსმა, „თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის“ ფარგლებში, ქართულ მხარეს ავტოტრანსპორტი გადასცა.
ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ფარგლებში, რეზერვისტთა მეორე ეტაპის საწყისი შეკრება დასრულდა. ამჯერად რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი მცხეთაში, I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ბატალიონის ბაზაზე დადეს. 202-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის I ასეულის სარეზერვო პირად შემადგენლობას სამხედრო ფიცის მიღება თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ მიულოცა.
ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა არაიკ არუთიუნიანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბელგიის პროკურატურას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ის ბელგიის სამართალდამცავ უწყებაში პირად ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ტექნიკისა და აღჭურვილობის პრეზენტაცია გაიმართა. დეპარტამენტის ტექნიკურ შემადგენლობას 65 პიკაპის ტიპის ახალი ავტომობილი და 2 ბაგი შეემეტა. აღნიშნული მანქანები რეგიონულ სამმართველოებს გადაეცემათ.
აზერბაიჯანელ მშობლებს შვილებისთვის რუსული სახელების დარქმევა არ შეუძლიათ – განაცხადა მინისტრთა კაბინეტთან არსებული ტერმინოლოგიური კომისიის წარმომადგენელმა საიალი სადიგოვამ. ჩინოვნიკები ამას „ენის სიწმინდისთვის ბრძოლით“ ხსნიან. სოციალური ქსელების მომხმარებლები აღშფოთებულები არიან, ამ აკრძალვას დასცინიან და მას აბსურდულად მიიჩნევენ. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ეს ასევე კანონსაწინააღმდეგოც არის.
სომხეთში საგადასახადო ბეგარის გარეშე დარჩენილი ნაშთი 22 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავიდ ანანიანმა განაცხადა; ყველაზე ხშირად გადასახადებს ვაჭრობის სფეროში არიდებენ თავს.
სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შეჩერების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეგ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სოციალურ ქსელში უპასუხა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზნის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს საწრეო მუშაობა ისტორიაში, დაწყებითსა და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. წრის ხელმძღვანელია ისტორიის პედაგოგი, ერანუი ბადასიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.