დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შორის, ფარული კენჭისყრისას „ტორების“ დეპუტატთა ყველაზე მეტი მხარდაჭერა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ლონდონის ყოფილმა მერმა, ბორის ჯონსონმა მოიპოვა. მან 114 ხმა მიიღო, გაცილებით მეტი, ვიდრე მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყველაზე მთავარმა კონკურენტმა, ჯერემი ჰანტმა, რომელიც 43 ხმით მეორე ადგილზე გავიდა. გარემოს დაცვის მინისტრი მაიკ გოვი კი მესამე ადგილზეა - 37 ხმით. 10-დან სამი კანდიდატი - მარკ ჰარპერი, ანდრეა ლიდსომი და ისტერ მაკვეი საერთოდ გამოეთიშნენ პროცესს, რის გამოც მომავალ კვირას უკვე 7 კანდიდატი განაგრძობს მეორე და შემდგომ რაუნდებში პარტიის ლიდერობისათვის და შესაბამისად, პრემიერ მინისტრობისათვის ბრძოლას.
რუსეთი მისი ეგიდით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან ჩასულ შრომით მიგრანტებს პენსიებს გადაუხდის. კავშირის წევრებმა: რუსეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა – უახლოეს დროში საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადეს.
შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ვიდეო გამოაქვეყნეს, რომელიც მათი თქმით, აჩვენებს თუ როგორ აცლიან აუფეთქებელ ნაღმს ირანის რევოლუციის მცველები ომანის ყურეში თავდასხმის შედეგად დაზიანებული სანავთობო ტანკერიდან. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ასევე გააზიარეს იაპონური ტანკერი, სადაც აუფეთქებელი ნაღმი ჩანს, ვიდრე ის მოშორებულია ტანკერიდან.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანს ბრალი დასდო ომანის ყურეში ორ სანავთობო ტანკერზე „უმიზეზო თავდასხმებში“. მან აღნიშნა, რომ ამერიკამ თავისი შეფასება თავდასხმისას გამოყენებული იარაღის ტიპის შესახებ ინფორმაციაზე დაფუძნებით გააკეთა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ლელა ჩიქოვანმა და ზაალ კაპანაძემ უკრაინის ვეტერანთა საქმეების მინისტრს, ირინა ფრიზს უმასპინძლეს.
საქართველოს თავდაცვის უწყება კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და დაღუპულის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობებისა და ამ უკანასკნელის მხრიდან ირანისადმი დამატებითი მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის, იაპონიის ლიდერი შინძო აბე ოფიციალურ ვიზიტად თეირანში ჩავიდა და როგორც ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ მასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იაპონიას სურს შეინარჩუნოს ირანული ნავთობის ყიდვა, თუმცა თავად აბეს არ უხსენებია ირანული ნავთობის ახლახან შეჩერებული შესყიდვები და ამ საკითხის ნაცვლად აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული კონფლიქტი რეგიონში.
აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები სამმხრივ ფორმატში განიხილეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრა თურქ კოლეგასთან ჰულუსი აქართან გამართა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.