ალჟირში რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ქვეყნის არმიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტ აბდელაზიზ ბუტეფლიკას მოსთხოვა გამოაცხადოს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეუძლია მართვა.
საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიასა და ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ მარტინ ჰარემს შორის გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა სამხედრო სფეროში ურთიერთობის დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც მაღალი დონის ვიზიტებით, ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების განვითარებით, ესტონეთისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის პარტნიორობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობითა და მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობით გამოიხატება.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი მარტინ ჰერემი იმყოფება. მას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს.
დონალდ ტრამპი დაჟინებით ცდილობს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირების - აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების - შესრულებას და იქიდან გამომდინარე, რომ „დემოკრატების“ მიერ კონტროლირებადმა კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მას ამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 5.7 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე უარი უთხრა, მას ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და საკითხის კონგრესის გვერდის ავლით გადაწყვეტა მოუწია, რაც იმას ნიშნავს, რომ კედლის მშენებლობა სამხედრო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ნატოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გაუწია. გენერალურ მდივანთან ერთად JTEC-ს საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.
27-28 მარტს, საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან.
სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის თანახმად, რომელიც კვირას კონგრესს გადაეცა, პრეზიდენტ ტრამპის კამპანია 2016 წლის არჩევნებზე არ ყოფილა ფარულ გარიგებაში რუსეთთან. ანგარიშში არ არის დასკვნა გამოტანილი იმის თაობაზე, შეუშალა თუ არა ტრამპმა ხელი არაკანონიერად მართლმსაჯულებას - ბრალდებისგან გათავისუფლებულიყო პრეზიდენტი.
100-ზე მეტი ადამიანია მოკლული ცენტრალურ მალიში სოფელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. შეიარაღებულმა მამაკაცებმა ქვეყნის მოპტის რეგიონში მდებარე სოფელი ოგოსაგოუ ალყაში მოაქციეს ვიდრე თავიანთ სახლებში მყოფ ადამიანებს თავს დაესხმებოდნენ.
შეერთებული შტატების მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ 5-წლიანი „ხალიფატი“ დასრულებულია მას შემდეგ, რაც სირიაში აღნიშნული დაჯგუფების მებრძოლები დამარცხდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.