ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო სამედიცინო პერსონალი ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში სპეციალურად მოწყობილ თექვსმეტივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზეა მობილიზებული
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ბათუმის 3 ლოკაციაზე მოაწყო გადაადგილების, კონტროლისა და შეზღუდვის პუნქტები, სადაც გაშლილია საველე და სამედიცინო კარვები.
თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ ქალაქ ფოთის შემავალ და გამომავალ გზებზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო, სადაც ასევე გაშლილია საველე კარვები.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადების შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან საგანგებო რეჟიმში თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აკონტროლებს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს შვიდ ქალაქში შემავალ გზებს დღეს დილიდან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. თავდაცვის ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე მოაწყო თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს.
თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ“, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას გამკაცრებული ზომებით აკონტროლებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმები უკვე მეექვსე დღეა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.