„ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა COVID 19-ის წინააღმდეგ 100 მილიონი ლარი ჩარიცხა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ქართველი ხალხის დახმარება და მათზე ზრუნვაა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „POSTV“-ის გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა POSTV-ის ეთერში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ტელეკომპანია POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ თავდაცვის ძალებში მისი ხელმძღვანელობით გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროში გაიწერა ყველა შესაძლო გეგმა და თავდაცვის ძალები ნებისმიერი სცენარისთვის მზადყოფნაშია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა POSTV-ის ეთერში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში თავდაცვის ძალების ჩართულობაზე ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, 12 ქალაქში 61 საკონტროლო გამშვები პუნქტია მოწყობილი, რომელსაც ლენტეხიც დაემატა.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაური საკონტროლო გამშვები პუნქტების გეგმიურ შემოვლას ყოველდღიურად ახორციელებს. პოლკოვნიკმა ვეფხვია ჩალაბაშვილმა დღეს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილი ის საგუშაგოები მოინახულა, რომელსაც მეოთხე მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა შსს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი იმერეთის სამხარეო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილთან ერთად ქუთაისში მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტების მუშაობას გაეცნო. ხელმძღვანელი პირები ადგილზე დააკვირდნენ სამხედროებისა და სამართალდამცავების კოორდინირებულ მუშაობას, თუ როგორ ხორციელდება ერთობლივი ძალებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი, ტრანსპორტის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით და მოქალაქეების პირველადი ჯანმრთელობის შემოწმება.
საქართველოს თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება. ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოების უმაღლესი ნორმები მოქმედებს, ამ დრომდე შეზღუდულია ქვედანაყოფებში შესვლა და გამოსვლა. თავდაცვის ძალები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით გათვალისწინებული წესებით ხელმძღვანელობს. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება საცხოვრებელი ყაზარმები, სასადილოები და სველი წერტილები.
ფოთის გადაადგილების საკონტროლო პუნქტებზე მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კონტროლის წესები შეიცვალა. ავტოტრასნპორტის მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ. მხოლოდ ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში უწევს მოქალაქეს განმეორებითი თერმოსკრინინგი საგუშაგოებთან მდებარე საველე სამედიცინო პუნქტებში. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი, სამხედრო ექიმები მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ამუშავებენ, მის კონტაქტებს არკვევენ და ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუყოვნებლივ აწვდიან.
ამოცანის შესასრულებლად გასვლამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. სამხედროებს ხელმძღვანელობა ვირუსისგან დაცვის და მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს განუმარტავს.
საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა უკვე მეექვსე დღეა მკაცრად აკონტროლებს სარფი-ბათუმის გზის მონაკვეთს. სამხედროებს გადაადგილების კონტროლის პუნქტზე 24 საათის განმავლობაში აქტიურად უწევთ სარფის საბაჟოდან შემოსული სატვირთო მანქანების სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია და მგზავრების თერმოსკრინინგი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.