საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში ხვალ, 28 მარტს, 09:00 საათზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა იწყება.
სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც განახლებულ „საბრძოლო მომზადების კურსს“ გადიან „ალგეთის“ სამხედრო ბაზაზე საკუთარი მშობლებისა და ნათესავებისთვის გამართულ საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დღეს სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის განხილვა მოეწყო.
სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუდენტებისთვის ღია კარის დღე მოეწყო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების დარბაზში სამხედრო მოსამსახურეთა შორის მკლავჭიდში ტურნირი გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრა არმიჰოლში გამართა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს უფროსის მოადგილეს, გიორგი თავდგირიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამხედრო სარეზერვო სამსახურის განახლებული კონცეფცია წარმოადგინა.
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა.
აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან. როგორც Guardian.ge-ს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, 11 უკრაინელი დაშავებული სამხედრო საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.