განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამხედრო სამედიცინო ინიციატივის ფარგლებში თავდაცვის ძალების სარდლობებისა და ქვედანაყოფების სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში წვრთნები წარმატებით დაასრულა და ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირება მოიპოვა.
„ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) საველე სწავლება ჩაატარა და პროგრამა წარმატებით დაასრულა.
22 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის, კაპრალ ზაზა დამენიას დაბადების დღეა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირი 49 წლის გახდებოდა. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებმა ზაზა დამენიას ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მათ ოზურგეთში გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და ზაზა დამენიას გმირობის ისტორია გაიხსენეს. ოზურგეთის ღვთისმშობლის ტაძრის დეკანოზმა გრიგოლმა დაღუპული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ აზარაშვილმა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ოღლიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის დელეგაციას, კომპანია „თუსაშის“ აღმასრულებელ დირექტორს თემელ კოტილოვს და ვიცე-პრეზიდენტს ავიაციის დარგში ატილა დოგანს უმასპინძლეს.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ გაფორმებული შეთანხმებასა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღამის კურიერში“ დეტალურად ისაუბრა.
„ვერტმფრენებთან დაკავშირებით, ჩვენ საუკეთესო გამოსავალი ავირჩიეთ, ავაღორძინეთ აბსოლუტურად განადგურებული სახელმწიფო საწარმო სსსტც „დელტა“ და სს „თბილავიამშენი“, რომლებიც სინქრონულად მუშაობენ“, - ამის შესახებ განაცახადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ზე გადაცემა „ღამის კურიერში“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს პარტნიორობას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“ -ის ეთერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტი შეაჯამა. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ცდილობს წარმატებას მიაღწიოს ისეთი შეიარაღების შესყიდვის საკითხებში, რომელიც კომერციულ ბაზარზე ნაკლებად ხელმისაწვდომია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.