ნოდარ ჯავახიშვილი: ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზის პროექტის ღირებულება 200 მლნ ლარი იქნება და ამ გზის ნახევარი მიმდინარე წელსვე დასრულდება
06-03-2016, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ლენტეხი-უშგული-მესტიის საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ღირებულება 200 მლნ ლარი იქნება და მისი დაფინანსება ბიუჯეტიდან მოხდება. მინისტრის თქმით, აღნიშნული გზის ნახევარი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარე წელსვე, ხოლო სრულად კი მომავალ წელს დასრულდება. 

 


მინისტრის განცხადებით, ქუთაისი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ორი ვარიანტი განიხილებოდა, ერთ-ერთი გვირაბის გაყვანას გულისხმობს, თუმცა ამ ეტაპზე, მისი განხორციელება არ იგეგმება.

 

 

„ქუთაისი-მესტიის გზაზე არის ორი ვარიანტი. ერთი არის ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, რომელიც დაახლოებით 6 კილომეტრ გვირაბს მოიცავს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს დღეს არ არის იმდენად აქტუალური. მეორეზე ჩვენ მუშაობა დაწყებული გვაქვს და მინიმუმ, ნახევარს წელსვე გავაკეთებთ. გზა აღმოსავლეთიდან უვლის დასახლებულ პუნქტებს და გადის უშგულში, უშგულიდან კი მესტიამდე. ეს ძირითადი ნაწილი მინდა, რომ წელსვე დავამთავროთ. 36 სოფელს გაივლის ეს გზა და 36 სოფელს სიცოცხლეს ხელახალა შთავბერავთ," განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა და დაამატა, რომ აღნიშნული გზა მომავალ წელს დასრულდება და სამსაათიანი იქნება.

 

 

კომენტარები: 3
#3   გიორგი
      
ამ გზაში 200 მილიონის დახარჯვის შემდეგ მემგონი გვირაბზე ფიქრს უნდა დავემშვიდობოთ.
15 ივლისი 2016 04:26
#2   giorgi
      
ეს პროექტი რათქმაუნდა კარგია და მისასალმებელი მაგრამ ეს გზა წელიწადში იმუშავებს ოთხ მაქსიმუმ ხუთ თვეს ზამთარში ლასდილის პერევლის გავლა შეუდზლებელია დიდთოვლობისა და ზვავების გამო ასერომ გვირაბი აუცილებელია მაგის გარეშე თვეთნულდი თავის პოტენცი
ალს ვერ აითვისებს
ციტატა: ადოლი
ეს გზა კარგია ზაფხულისთვის და ზამთარში რას ფიქრობთ ამხელა თოვლი რომ მოდის წელს მესტია ზუგდიდის გზაზე ერთი მეტრა თოვლი მოიტანა და ათი დღე ვერ გაწმინდეთ გვირაბი აუვცილებელია სათხილამურო კურორტებს გასანვითარებლად მე თქვენ ადგილას ორივეგ გზას გავაკეთებდ თან უსაფრთხოს მესტია ზუგდიდის გზაზე რომ გაივლი და მშვიდობით ჩახვალ იღბლიანი ყოფილხარ....
9 მარტი 2016 11:17
#1   ადოლი
      
ეს გზა კარგია ზაფხულისთვის და ზამთარში რას ფიქრობთ ამხელა თოვლი რომ მოდის წელს მესტია ზუგდიდის გზაზე ერთი მეტრა თოვლი მოიტანა და ათი დღე ვერ გაწმინდეთ გვირაბი აუვცილებელია სათხილამურო კურორტებს გასანვითარებლად მე თქვენ ადგილას ორივეგ გზას გავაკეთებდ თან უსაფრთხოს მესტია ზუგდიდის გზაზე რომ გაივლი და მშვიდობით ჩახვალ იღბლიანი ყოფილხარ....
7 მარტი 2016 23:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი