მსოფლიო

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

სრულად...

დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

სრულად...

ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების მოთავე ევგენი პრიგოჟინი დასავლეთ რუსეთში, სოფელ კუჟენკინოს სიახლოვეს ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფ დანარჩენ ათ ადამიანთან ერთად დაიღუპა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაზე ბრალი წარუდგინეს. მისთვის ეს უკვე მეოთხე საბრალდებო აქტია.

სრულად...

GUARDIAN.GE - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი პოსტზე 7 თვეზე ნაკლები პერიოდით მუშაობის შემდეგ, პრეზიდენტის ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიზეზი კი არ დასახელებულა. იგი ქვეყნის პრეზიდენტის, სი ძინპინის ახლო მეგობარი იყო და საგარეო საქმეთა მინისტრად გასული წლის დეკემბერში დაინიშნა. 57 წლის განი საჯაროდ 25 ივნისის შემდეგ არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოებაში არაერთი ვარაუდის გავრცელებას შეუწყო ხელი.

სრულად...

GUARDIAN.GE - თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგ ამერიკულ კასეტურ ბომბებს იყენებს. ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, პირველადი გამოხმაურება მიუთითებს, რომ ისინი „ეფექტურად“ გამოიყენებოდა რუსეთის თავდაცვით პოზიციებსა და ოპერაციებში.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა გაწევრიანების „აბსურდული“ გადადება, განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილებული იქნება“. კომუნიკეში ნატომ თქვა, რომ აღიარებს უფრო სწრაფად მოქმედების აუცილებლობას, მაგრამ ვადების დაკონკრეტებაზე არ იქნება ორიენტირებული.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. სტოლტენბერგმა შეთანხმების მიღწევის შესახებ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში თურქეთისა და შვედეთის ლიდერების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორშაბათს, გვიან გამოაცხადა.

სრულად...

GUARDIAN.GE - კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აჯანყების მცდელობიდან ხუთ დღეში კრემლში „ვაგნერის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს განცხადებით, რუსული რაკეტის დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგადა სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. კლიმენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ საცხოვრებელ კორპუსში მყოფი მინიმუმ შვიდი ადამიანი გადაარჩინეს და დასძინა, რომ არსებობს შიში, რომ შესაძლოა მეტი ადამიანი იყოს ნანგრევების ქვეშ.

სრულად...


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 556წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი