დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინულ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

სრულად...

ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ წარუმატებელი აჯანყების მოთავე ევგენი პრიგოჟინი დასავლეთ რუსეთში, სოფელ კუჟენკინოს სიახლოვეს ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფ დანარჩენ ათ ადამიანთან ერთად დაიღუპა.

სრულად...

GUARDIAN.GE - თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგ ამერიკულ კასეტურ ბომბებს იყენებს. ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, პირველადი გამოხმაურება მიუთითებს, რომ ისინი „ეფექტურად“ გამოიყენებოდა რუსეთის თავდაცვით პოზიციებსა და ოპერაციებში.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა გაწევრიანების „აბსურდული“ გადადება, განაცხადეს, რომ უკრაინას შეუძლია შეუერთდეს სამხედრო ალიანსს „როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილებული იქნება“. კომუნიკეში ნატომ თქვა, რომ აღიარებს უფრო სწრაფად მოქმედების აუცილებლობას, მაგრამ ვადების დაკონკრეტებაზე არ იქნება ორიენტირებული.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. სტოლტენბერგმა შეთანხმების მიღწევის შესახებ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში თურქეთისა და შვედეთის ლიდერების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ორშაბათს, გვიან გამოაცხადა.

სრულად...

GUARDIAN.GE - კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აჯანყების მცდელობიდან ხუთ დღეში კრემლში „ვაგნერის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს განცხადებით, რუსული რაკეტის დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შედეგადა სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. კლიმენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ საცხოვრებელ კორპუსში მყოფი მინიმუმ შვიდი ადამიანი გადაარჩინეს და დასძინა, რომ არსებობს შიში, რომ შესაძლოა მეტი ადამიანი იყოს ნანგრევების ქვეშ.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთში სამდღიანი არეულობების შემდეგ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნის ქუჩებში უფრო მეტი მეტი პოლიცია იქნება განალგებული. მან დაჟნებით მოუწოდა მშობლებს მოარიდონ თავიანთი შვილები საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებს, სადაც არეულობა სუფევს.

სრულად...

GUARDIAN.GE - მესამე ღამეა, რაც საფრანგეთში პროტესტანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. პარიზში პოლიციის დიდი რაოდენობით განლაგების მიუხედავად, დემონსტრანტებმა მაღაზიები დაარბიეს, ავტომანქანები კი ცეცხლის ალში გახვიეს. პარიზში პროტესტანტები ღამის განმავლობაში აალებული ნივთიერებებით ესხმოდნენ თავს პოლიციის განყოფილებებს. საფრანგეთში არეულობების ჩასაცხრობად 40 000 პოლიციელია ქუჩებში განლაგებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დერმანინის განცხადებით, 667 ადამიანია დაკავებული.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ბიჭის მოკვლას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და არეულობები მოჰყვა. პარიზში პროტესტანტები ღამის განმავლობაში აალებული ნივთიერებებით ესხმოდნენ თავს პოლიციის განყოფილებებს. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლილეში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. დაკავებულია სულ მცირე 77 ადამიანი.

სრულად...


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 58წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი