შეერთებული შტატები დაჟინებით მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი სტუდენტი, რომელსაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის 15 წლით პატიმრობა მიესაჯა და მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში სასჯელის მოხდა მოუწევს.
21 წლის ოტო უორმბაიერი ჩრდილო კორეაში იანვარში ვიზიტისას სასტუმროდან პროპაგანდის ნიშნის მოპარვის მცდელობისთვის დააპატიმრეს.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჩრდილო კორეა შეერთებული შტატების მოქალაქეების "მათი პოლიტიკური დღის წესრიგის მიზნის მიღწევაში მძევლებად" გამოყენებაში დაადანაშაულა.
"ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეის მთავრობას, ბოდიში მოუხადოს მას, გამოსცეს სპეციალური ამნისტია და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის," განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.