[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
27 იანვრის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითს შეეხო (ვიდეო)
27-01-2014, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                                      

 

"მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვანსხვავებ არცერთ ტელევიზიას, არცერთ მედიასაშუალებას ერთმანეთისგან და დიდ პატივს ვცემ მედიას და ვაფასებ მათ შრომას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ–მინისტრი დაინტერესდა, ვინ განუცხადა მისი სახელით ტელეკომპანია "მაესტროს", თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ რეიტინგულ არხებს სტუმრობს. მანვე მთავრობის კანცელარიის უფროსს და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დაავალა შეისწავლონ ეს საკითხი და მოახდინონ სათანადო რეაგირება. "მინდა განვაცხადო, რომ მე არ ვანსხვავებ არცერთერთ ტელევიზიას, არც ერთ მედიასაშუალებას ერთმანეთისგან და დიდ პატივს ვცემ მედიას და ვაფასებ მათ შრომას",– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


"გასულ კვირას გავეცანი მედიამონიტორინგს და აღმოვაჩინე, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი გამოთქვამს წუხილს, თითქოს მე "მაესტროში" არ მივდივარ, რადგან უფრო რეიტინგულ არხებზე დავდივარ და ამის შესახებ კომუნიკაციების დეპარტამენტიდან უთქვამთ მისთვის. ესაა აბსურდული ინფორმაცია და მინდა დავავალო კანცელარიის უფროსს, რომ გამოარკვიოს ეს მართლაც აღმაშფოთებელი ფაქტი _ ვინ გაბედა და ვინ უთხრა "მაესტროს", რომ არ მივდივარ ამ ტელევიზიაში იმის გამო, რომ უფრო რეიტინგულ არხებზე დავდივარ"- დასძინა პრემიერმა.


ღარიბაშვილმა სხდომის დასაწყისში ასევე ისაუბრა ორ თემაზე, რომლებიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქმე ეხება სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცებას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხის დარეგულირება ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში დაევალა კანცელარიას და დღეიდან წერტილი დაესმევა იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელსაც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა. მანვე ისაუბრა კანონპროექტზე, რომლის ინიციატორიც არის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო. საუბარია "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" დამტკიცებაზე".

 

პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რელიგიები რომლებიც საბჭოთა პერიოდში იდევნებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


საუბარია "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" კანონპროექტზე, რომელიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ წარადგინა.


პრემიერის განმარტებით, რელიგიური უმცირესობების თემას ხშირად იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციისთვის.


"განიხილება საკითხი რომელიც ეხება, ოთხი რელიგიური მიმართულების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ვინაიდან ეს რელიგიები საქართველოში საბჭოთა პერიოდში იდევნებოდა. ეს იმ პრინციპს დაეფუძნება, რა პრინციპითაც ჩვენ ვაფინანსებთ საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ესენი იქნება: მუსულმანური რელიგია, გრიგორიანული, კათოლიკური და იუდაიზმი. ახალი ხელისუფლების პირობებში, რელიგიური უმცირესობების მიმართულებით ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, მათ შორის არის დღევანდელი გადაწყვეტილება" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 1
#1   tamara
      
მაისი არა იანვარი - სათაური ჩაასწორეთ winked
27 იანვარი 2014 15:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი