“ეროვნული ფორუმი“ კოალიციასაც და უმრავლესობასაც ტოვებს - ამის შესახებ კახა შარტავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყრილობის გადაწყვეტილებების და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, არჩევნებისათვის მზადების საერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამევალა მე. აქედან გამომდინარე, მომავალი პარტიული საპარლამენტო სიის სათავეში ყოფნაც დამევალა მე. მიუხედავად ჩემი განსხვავებული დამოკიდებულებისა ამ საკითხისადმი, მე ვიღებ ვალდებულებას, რომ დაკისრებული მოვალეობა შევასრულო ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში“- აღნიშნა კახა შარტავამ.
კითხვაზე, რატომ მიიღო „ეროვნულმა ფორუმმა“ კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება, შარტავამ უპასუხა, რომ აღნიშნული საარჩევნო რეჟიმზე გადასვლამ გამოიწვია.
„ფორუმს სჭირდება გარკვეული დრო, რათა გადმოეწყოს პოლიტიკურადაც, ორგანიზაციულადაც. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური იყოს მომზადების დრო, როგორც ჩვენთვის, ისე კოალიციისთვის" - განმარტა შარტავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.