თბილისის ფორუმის ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს, ამერიკის ელჩის და საელჩოს მისამართით ინტერნეტით გაკეთებული განცხადების გამო, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე დაწერა, რომ გეგმავდა აშშ-ს ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს, რის შემდეგაც, 12 აპრილს სამართალდამცველებმა დააკავეს.
სულხან წულაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლით არის აყვანილი, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ფორუმის მომხმარებელს, შვიდიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა, პროკურატურამ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
წულაძის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ბრალდებულმა ინერნეტფორუმზე "სახუმარო თემა" შექმნა და რეალურად მსგავს რამეს არ გეგმავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.