სტივ რასელის კონგრესში გამოსვლის სრული ტექსტი: მოვუწოდებ თავისუფალ და უდრეკ ქართველ ხალხს, წმ. გიორგის მსგავსად ჩასჭიდეთ ხელი შუბს და განგმირეთ თავდამსხმელი დრაკონი
23-04-2016, 11:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი სტივ რასელი ორი დღის წინათ საქართველოს შესახებ კონგრესში ვრცელი სიტყვით გამოვიდა. ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში მის გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მკითხველთა დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, საინფორმაციო სააგენტო guardian.ge გთავაზობთ რესპუბლიკელი კონგრესმენის, ოკლაჰომას შტატიდან, სტივ რასელის კონგრესში გამოსვლის ინგლისური ტექსტის სრულ ქართულ თარგმანს.

„მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს რესპუბლიკა არჩევნებს ატარებს. ეს არჩევნები არა მხოლოდ მის ეროვნულ ხელმძღვანელებს განსაზღვრავს, არამედ ამ არჩევნებმა მოსალოდნელია, რომ განსაზღვროს - რჩება თუ არა საქართველოს რესპუბლიკა ნახევრად თავისუფალ ქვეყნად, რომელიც განაგრძობს თვითგამორკვევის გზაზე სვლას, თუ ისეთ ქვეყნად, რომელიც ვერ გაუწევს წინააღმდეგობას კორუფციას, რუსულ ოლიგარქიულ გავლენას, და რუსეთის დომინირებას.

საქართველოს მისი თვითმყოფადობის დასაცავად ბოროტ ტირანებთან, მჩაგვრელ მეზობლებთან, კორუფციულ ოფიციალურ პირებთან და დამპყრობლებთან ბრძოლის ხანგრძლივი ისტორია აქვს. მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ერი, თავისი გამორჩეული ენით და ხალხით, შავი ზღვის გასწვრივ მოკალათებული საქართველო - აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის არსებით დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს. სომხებთან გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ის მთელი მისი არსებობის განმავლობაში გადარჩენისთვის მისი მეზობლების, ხან თურქების, ხან სპარსელების და ხან რუსების გაბატონების წინააღმდეგ იბრძოდა.

1991 წელს რუსეთისგან თავის დაღწევის და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მისი ბრძოლა ადვილი არ ყოფილა. საბჭოთა კავშირის დანგრევისას საქართველომ შიდა არეულობა და დამოუკიდებლობის დაცვისთვის ბრძოლა გადაიტანა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რუსეთისგან მხარდაჭერილი ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის მიერ იქნა ქვეყნიდან გაძევებული. გამსახურდიამ კი არჩეული მთავრობის აღდგენის მცდელობას მოგვიანებით საკუთარი სიცოცხლე შესწირა და მისი გარდაცვალების გარემოებები ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალებისა და პოლიტიკური ლიდერების დომინირების შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკა უდიდესი რეფორმების განხორციელებას ცდილობს. 2003 წელს ვარდების რევოლუციით საბოლოოდ გაარღვია ჯაჭვები და თვითგამორკვევის გზას დაადგა. შეერთებული შტატები და საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო ამ მცდელობაში და საერთაშორისო დამკვირვებლებმა ქართველი ამომრჩევლების კანონიერი უფლება დაიცვეს და გამოავლინეს არჩევნების შედეგების კორუფციულობა.

შევარდნაძის მთავრობა ცდილობდა იგნორირება გაეკეთებინა ნამდვილი შედეგებისთვის, მაგრამ ქართველ ხალხს განსხვავებული გეგმა ჰქონდა და მშვიდობიანად აიძულა შევარდნაძე დანებებოდა ხალხის ნებას, როცა პარლამენტში შტურმით და ხელში ვარდებით შევიდნენ. ეს იყო მსოფლიო ისტორიაში თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ეპიზოდი.

მას შემდეგ, საქართველო თვითგამორკვევის, დასავლეთის ჩართულობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ვაჭრობის გაუმჯობესების გზას ადგა. ამას კი, ფასის გადახდის გარეშე არ ჩაუვლია. ქართული ოლქების, ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტებმა, რომლებიც მოსკოვისგან იყვნენ გამხნევებულნი, საქართველოს რესპუბლიკა ალიაქოთში გახვიეს. რუსეთმა ეს საქართველოს დაპყრობის საბაბად გამოიყენა და ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს მისი ტერიტორიები, მაშინ როცა შავი ზღვის სანაპიროებზე განლაგებული რუსეთის ბაზების დახურვის შესახებ ადრე დადებული ხელშეკრულებების დენონსაცია მოახდინა.

მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილმა, როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა, შეძლო, რეფორმების ჩატარებით, საქართველო მსოფლიოში ჩამორჩენილი სტატუსიდან გამოეყვანა და ჩამოეყალიბებინა გაუმჯობესებული ფინანსური სტრუქტურა, მიეღწია ეკონომიკური ზრდისთვის და უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.

ყველა ბრძოლისას, მისი ყველა თვითგამორკვევისას, საქართველოს გარე მეზობლები ყოველთვის ცდილობდნენ მისთვის მეტოქეობის გაწევას, რათა გაეხადათ ის თავიანთი სურვილების მორჩილი. რუსეთი მწვავე ტკივილად აღიქვამს თავისუფალ ხალხებს და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს იმ სივრცეში, რომელზეც ერთ დროს, საბჭოთა კავშირის არსებობისას, ბატონობა გააჩნდა. ამ ხალხებმა კი მასზე უარი თქვეს და აირჩიეს თავინთი ენის, კულტურის და ისტორიის დაცვა და თავიანთი თავისუფლების აღდგენა.

რუსეთმა, თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა ძალისმიერი გზებით, იქნებოდა ეს ყირიმში - უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში თუ საქართველოში, იმისათვის, რომ მხარი დაეჭირა მონური სტატუსისთვის - მოდელი კი ყველაგან ერთნაიარია. რუსეთის თამაშები იწყება მოსკოვისადმი ერთგული ოლიგარქების მხრიდან ოპოზიციური ჯგუფებისთვის ნაღდი ფულის უშურველად უზრუნველყოფით, სეპარატისტებისადმი კეთილგანწყობის გამოხატვით, და შემდეგ ისინი უკვე გამხნევებულნი არიან გააღვივონ დაყოფა მებრძოლი რესპუბლიკების წინააღმდეგ, მოითხოვენ რა აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსი ხალხის უფლებების დაცვას.

შემდეგ კი რუსეთი ხელს უმართავს მილიციას რომ შექმნას მღელვარება და არეულობა, რაც ძაბავს ადგილობრივ პოლიტიკურ მდგომარეობას და იქ მცხოვრებ ხალხებს აიძულებს ყველაფერზე დაყაბულდნენ და თანახმა არიან თუგინდ იმ ძველი ცუდი დღეების დაბრუნებაზეც კი, ოღონდ რამენაირად აღდგეს წესრიგი.

შემდეგ კი ეროვნული პოლიტიკური პარტიები არიან ინფილტრირებული და პირთამდე გავსებული ოლიგარქის ნაღდი ფულით და ძალაუფლებაში მოყვანის დაპირებებით, რომ ისინი ლეგიტიმურ პარლამენტს გადააქცევენ პრო-მოსკოვური მმართველობის ორგანოდ. არსებითად არაფერი სხვა არ ხდება გარდა იმისა, რაც ძველად, საბჭოთა დროს იყო, როცა მოსკოვისგან მართული სტრუქტურა არსებობდა.

არც საქართველოში ხდება რამე განსხვავებული. მიუხედავად საქართველოს ბრძოლისა გარე დამპყრობლების წინააღმდეგ და იმ მცდელობისა, რომ აეყარათ ბორკილები ადრეულ 1800-იან წლებში, ან 1918 წელს თუ 1991 წელს, რუსეთი რაღაცნაიარად გრძნობს, რომ მისი უფლებაა მოეპყროს ქართველებს, როგორც ქვეკლასის ადამიანებს და საქართველო მისთვის მხოლოდ იმისათვის არსებობს, რომ მოსკოვის ინტერესებს მოემსახუროს და თვლის, რომ საქართველოს ტერიტორია მხოლოდ რუსეთის ინტერესების დამაკმაყოფილებელი სატრანზიტო გზა უნდა იყოს.

2003 წელს რუსული ჯაჭვის წარმატებული მოცილების შემდეგ, რუსეთმა განაგრძო საქართველოს პოლიტიკური სისტემის დაშინება, გააღვივა არეულობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, დაიპყრო საქართველო და დაარღვია მასთან სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე ხელმოწერილი ხელშეკრულება. განსაცვიფრებელია, მაგრამ ფაქტია, ამისდა მიუხედავად, საქართველო უდრეკი დარჩა. ამგვარად, კლასიკური ფორმით, რუსეთი პოლიტიკური პროცესის ინფილტრაციის მოხდენაზე გადავიდა, იმ იმედით რომ შექმნის მის საკუთარ პრო-მოსკოვურ მთავრობას საქართველოს დედაქალაქში.

დამფინანსებელთა და პოლიტიკური ინფილტრაციის განმხორციელებელთა შორის მთავარი არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე. მიზანია, ხმების ყიდვით, იმგვარადვე გააყალბონ არჩევნები, როგორც ეს 2003 წელს მოხდა; პოლიტიკური ოპონენტების დასჯით, საქართველოში არსებული პოლიტიკური რესურსების გამოყენებით, გავლენა მოახდინონ არჩევნებზე, მაშინ როცა საქართველოს სპეციალური ძალების გამოყენებით შეეცდებიან გავლენის მოხდენას შედეგებზე.

საარჩევნო კომისიის შემადგენლობის სრული პრივატიზების პირობებში - ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, მისი 98%-ი ივანიშვილის მიერ კონტროლდება - ქართველი ხალხი ოქტომბერში თავისუფალი არჩევნების უფლების მხრივ, შემაშფოთებელი პერსპექტივის წინაშე დგას. ასეთი დაშინების წინაშე მდგომი ქართველი ხალხი მსოფლიოს მხარდაჭერას მოელის.

რაღაცნაირად მისადაგებულად გამოდის ბატონო თავმჯდომარევ ის, რომ ეს შაბათი წმინდა გიორგის დღედ აღინიშნება მსოფლიო ისტორიაში. წმინდა გიორგი, ქრისტიანი წამებული და დრაკონის მითიური გამგმირავი, ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, არის საწყისი, საიდანაც ქვეყანა - საქართველო იღებს სახელს. ქართველ ხალხს სურს განგმიროს ეს პოლიტიკური დრაკონი და დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე, როგორც მათ ეს მანამდე შეძლეს, მაგრამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ.

არ შეიძლება, რომ მათ ვედრებას ჩვენ იგნორირება გავუკეთოთ. ამერიკელების უმრავლესობამ რუკაზეც კი არ იცის, თუ სად მდებარეობს საქართველო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მათ მეგაფონი რომ ხმამაღლა გავაჟღეროთ გზავნილი. და გზავნილი კი არის ის, რომ - მათ სურთ დარჩნენ თავისუფლები.

აქ კი არის რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, რაც ჩვენ ამ ქვეყნისთვის შეგვიძლია გავიღოთ.

ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დავეხმაროთ საქართველოს შემოდგომის არჩევნებზე პროცესებზე მეთვალყურეობის გაწევაში, როგორც ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ 2003 წლის ცენტრალურ არჩევნებზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საარჩევნო კომისიას აღიდგინოს თავი წარმომადგენლობით ორგანოდ და ნუ იმყოფებს თავს მოსკოვის და მისი ნდობით აღჭურვილი პირის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის კერძო მფლობელობაში.

ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს და დასავლეთის ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის აქტივები, რადგან ის არღვევდა კანონს, როგორც იარაღით უკანონოდ მოვაჭრე.

ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს მივცეთ ნიშანი იმ ქართველ ოფიციალურ პირებს და ბიზნეს ლიდერებს, რომლებიც აღმოჩნდებიან თავისუფალი არჩევნების მოსყიდვის თანამონაწილეები, რომ გაუქმდეს მათი ვიზები და გაიყინოს მათი აქტივები.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ დასავლეთის თავისუფალი პრესის ჟურნალისტებს არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში, რომელიც შესაძლოა საქართველოს რესპუბლიკისთვის თავისუფლების ბოლო რამდენიმე თვე იყოს, მისცენ ქართველ ხალხს შანსი, მათი ხმა მიწვდენილი იყოს მსოფლიოსთვის.

ბოლოს, ჩვენ მოვუწოდებთ თვითგამორკვეულ თავისუფალ და უდრეკ ქართველ ხალხს, იდგეს წმინდა გიორგის სულიერების გზაზე. იყავით თავაწეულნი, მტკიცედ ჩასჭიდეთ ხელი შუბს და განგმირეთ თავდამსხმელი დრაკონი. თქვენ მანამდეც მდგარხართ საფრთხის წინაშე.

2003 წლის მსგავსად, თქვენ კვლავ შეგიძლიათ აჩვენოთ მსოფლიოს რომ თავისუფლება ვერ იქნება კორუფციით და დაშინებით დათმობილი. ქართველმა ხალხმა ასევე უნდა იცოდეს რომ ჩვენი სამყაროს ღმერთი არ თვლემს. ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი ვუერთდებით ქართველ ხალხს და ვლოცულობთ თქვენი თავისუფლებისთვის,“ ასე ასრულებს კონგრესმენი სტივ რასელი თავის გამოსვლას კონგრესში, რომლის ინგლისური ტექსტის სრული თარგმანი GUARDIAN.GE-მ შემოგთავაზათ. დაბლა კი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო. 

კომენტარები: 8
#8   ნიკოლოზ
      
ბრძოლობდნენ კი არა, იბრძოდნენ, დროა ისწავლოთ ქართული ენა.
8 მაი 2017 03:35
#7   დალი
      
ციტატა: გელა
ზედაპირული და მიკერძოებული.

გეტყობა როგორი გელაც ხარ.შენ არმენი ხარ,ეს ცხადია. ეს არის ფაქტების კონსტატაცია. სიმართლე და სხვა არაფერი სიმარტლის გარდა. 1000%-ით ვეთანხმები ბ-ონ ბიძინა სავანელს.არაჩვეულებრივ მეცნიერს და პიროვნებას.
7 მაი 2017 05:38
#6   David
      
ციტატა: Bidzina Savaneli
დასავლეთიდან უპრეცენტოდ ძლიერი საქართველოს მხარდამჭერი სიტყვაა. მხოლოდ მისგან სააკაშვილის მხარის დაჭერას არ ვეთანხმები. ფაქტები და მხოლოდ ფაქტები, არაფერი ფაქტების გარდა. წარმომავლობით სააკიანმა, მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ და მათზე ჩინარად თუ უჩინარად მიყიდულებმა:
_ ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა რუსეთს გადასცა. _ კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და ხეობის დამცველი სვანები განაიარაღა. _ კოდორის ხეობა აფხაზეთს მიუერთა, სამხრეთ ოსეთი აღადგინა და მას ახალგორი მიუერთა. _ ცხინვალი დაბომბა, რითაც რუსეთს ხელი შეუწყო, რათა მას აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია და ცნობა მოეხდინა, რითაც აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმრავლესობას - სომხებს - ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციები განუმტკიცა. (არადა 2008 წლის ივნისში თბილისში სპეციალურად ჩამოსულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სააკიანს მოსთხოვა რუსეთი პროვოკაციას არ წამოგებოდა). _ ფარულად რუსეთზე ორიენტირებულ კუთხურ სეპარატიზმს სამეგრელოში აღვივებდა და აღვივებს. _ საქართველოს კონსტიტუციაში 30-ზე მეტი ცვლილება შეიტანა, რის შედეგად საქართველოში ტირანული, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სადისტური და მჩაგვრელი რეჟიმი ჩამოყალიბა. _ ველური პრინციპი “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში” დაამკვიდრა. _ ციხეებში პატიმართა სისტემატური წამება, მკვლელობა და გაუპატიურება, ხოლო ქუჩებში მომიტინგეთა უმოწყალო ცემა და ახალგაზრდების სასტიკი მკვლელობა შემოიღო. _ არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება მიანიჭა გახდნენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თანაბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირნი. _ მსოფლიოში ცნობილი ქართული სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები გააუქმა ან რეალური სამართლებრივი სტატუსის გარეშე დატოვა. _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების 300-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე ლომა-ია-ს და ხუბუ-ია-ს მეოხებით დაარბია და ულუკმაპუროდ დატოვა, რითაც 77-ს სიცოცხლე მოუსწრაფა. _ აჭარაში მეჩეთები გაამრავლა, 47 ათასი თურქი შემოასახლა, რომელთაგან 38 ათასს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ძალით: “ორმაგი მოქალაქეობა ენიჭება მხოლო იმ პირს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე.”… _ საქართველოს ისტორიული „ძმის“ ოცნების ასახდენად დედაქალაქის გადატანის პერსპექტივით საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში, პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა, ხოლო მთავრობის ზუგდიდში გადატანას აპირებდა, რის გამოც სომხურმა ვებ-გვერდმა სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა ოცეულში შეიყვანა. “მეტი რა გითხრათ. რით გაგახაროთ.“
В этой связи примечательно поведение Армении, единственного стратегического партнёра и оплота России на юге Кавказа, президент которого в июне 2009 г. устроил тёплый приём президенту Гру¬зии Саакашвили в Армении, во время которого президент Ар¬ме¬нии наградил его ор¬деном Чести – высшей (!) государственной наг¬радой Армении, которая вручается гражданам иностранных госу¬дарств, в том числе, за защиту(!) государственных и национальных интересов Респуб¬ли¬ки Армения (!). «… Человек, который не смог вынести памятник Давиду Строителя в центре Тбилиси, «Мзечабуки» в Кутаиси, памятник Илье Чавчавадзе в Батуми, взорвал Мемориал Героев Второй Отечественной Войны в Кутаиси – явный, неусыпный, ярый и злейший враг Грузии!» Ефим Финштеин.

იქნებ ბატონ სტივ რასელს ფაქტების დამაფიქსირებელი ჩემი ტექსტი ინგლისურად თარგმნოთ და გაუგზავნოთ. მისი ელფოსტა რომ ვიცოდე მას თარგმნილ ტექსტს გავუგზავნიდი.

I completely agree

ბატონ სტივ რასელს ვეთანხმები, რომ ქართვეწლ ერს სწყურია თავისუფლება (თავისუფლება არ ყოფილა მხოლოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!) არ ვეთანხმები, თითქოს საქართველოს მოსახლეობას მიშიკო სააკაშვილის პროვინციული ტირანია ურჩევნია ბიძინა ივანიშვილის გაუმაძღარ მარაზმს! უფრო პირიქითაც არის! იარაღით ვაჭრობა მიშიკოსკენ მოიკითხეთ! მიშიკომ და მისმა მფარველებმა ომი, ქართველი ხალხის სიცოცხლე და სხეული ბიზნესად აქციეს და ამიტომ 2003 წლის ფარსი აქ ვეღარ განმეორდება! ერთ ნაძირალას ცვლის მეორე! მეორეს მესამე... რატომ ხდება ასე? ქართველ ხალხს ამაზე თავისი პასუხი უკვე აქვს! თუ საქართველოსთვის გული მართლა უანგაროდ შეგტკივათ დაუჭირეთ მხარი არა ცხვრის ქურქში გამოწყობილ მგლებს, არამედ რეალურად პატრიოტულ, დემოკრატიულ ძალებს!

ბატონ სტივ რასელს ვეთანხმები, რომ ქართვეწლ ერს სწყურია თავისუფლება (და თავისუფლება თურმე არ ყოფილა მხოლოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!) არ ვეთანხმები, თითქოს საქართველოს მოსახლეობას მიშიკო სააკაშვილის პროვინციული ტირანია ურჩევნია ბიძინა ივანიშვილის გაუმაძღარ მარაზმს! უფრო პირიქითაც არის! იარაღით ვაჭრობა მიშიკოსკენ მოიკითხეთ! მიშიკომ და მისმა მფარველებმა ომი, ქართველი ხალხის სიცოცხლე და სხეული ბიზნესად აქციეს და ამიტომ 2003 წლის ფარსი აქ ვეღარ განმეორდება! ერთ ნაძირალას ცვლის მეორე! მეორეს მესამე... რატომ ხდება ასე? ქართველ ხალხს ამაზე თავისი პასუხი უკვე აქვს! თუ საქართველოსზე გული მართლა უანგაროდ შეგტკივათ დაუჭირეთ მხარი არა ცხვრის ქურქში გამოწყობილ მგლებს, არამედ რეალურად პატრიოტულ, დემოკრატიულ ძალებს! თქვენ ყველაზე უკეთ იცით ვინ არიან ისინი!

7 მაი 2017 05:16
#5   გელა
      
ზედაპირული და მიკერძოებული.
7 მაი 2017 04:16
#4   Bidzina Savaneli
      
დასავლეთიდან უპრეცენტოდ ძლიერი საქართველოს მხარდამჭერი სიტყვაა. მხოლოდ მისგან სააკაშვილის მხარის დაჭერას არ ვეთანხმები. ფაქტები და მხოლოდ ფაქტები, არაფერი ფაქტების გარდა. წარმომავლობით სააკიანმა, მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ და მათზე ჩინარად თუ უჩინარად მიყიდულებმა:
_ ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა რუსეთს გადასცა. _ კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და ხეობის დამცველი სვანები განაიარაღა. _ კოდორის ხეობა აფხაზეთს მიუერთა, სამხრეთ ოსეთი აღადგინა და მას ახალგორი მიუერთა. _ ცხინვალი დაბომბა, რითაც რუსეთს ხელი შეუწყო, რათა მას აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია და ცნობა მოეხდინა, რითაც აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმრავლესობას - სომხებს - ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციები განუმტკიცა. (არადა 2008 წლის ივნისში თბილისში სპეციალურად ჩამოსულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სააკიანს მოსთხოვა რუსეთი პროვოკაციას არ წამოგებოდა). _ ფარულად რუსეთზე ორიენტირებულ კუთხურ სეპარატიზმს სამეგრელოში აღვივებდა და აღვივებს. _ საქართველოს კონსტიტუციაში 30-ზე მეტი ცვლილება შეიტანა, რის შედეგად საქართველოში ტირანული, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სადისტური და მჩაგვრელი რეჟიმი ჩამოყალიბა. _ ველური პრინციპი “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში” დაამკვიდრა. _ ციხეებში პატიმართა სისტემატური წამება, მკვლელობა და გაუპატიურება, ხოლო ქუჩებში მომიტინგეთა უმოწყალო ცემა და ახალგაზრდების სასტიკი მკვლელობა შემოიღო. _ არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება მიანიჭა გახდნენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თანაბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირნი. _ მსოფლიოში ცნობილი ქართული სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები გააუქმა ან რეალური სამართლებრივი სტატუსის გარეშე დატოვა. _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების 300-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე ლომა-ია-ს და ხუბუ-ია-ს მეოხებით დაარბია და ულუკმაპუროდ დატოვა, რითაც 77-ს სიცოცხლე მოუსწრაფა. _ აჭარაში მეჩეთები გაამრავლა, 47 ათასი თურქი შემოასახლა, რომელთაგან 38 ათასს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ძალით: “ორმაგი მოქალაქეობა ენიჭება მხოლო იმ პირს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე.”… _ საქართველოს ისტორიული „ძმის“ ოცნების ასახდენად დედაქალაქის გადატანის პერსპექტივით საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში, პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა, ხოლო მთავრობის ზუგდიდში გადატანას აპირებდა, რის გამოც სომხურმა ვებ-გვერდმა სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა ოცეულში შეიყვანა. “მეტი რა გითხრათ. რით გაგახაროთ.“
В этой связи примечательно поведение Армении, единственного стратегического партнёра и оплота России на юге Кавказа, президент которого в июне 2009 г. устроил тёплый приём президенту Гру¬зии Саакашвили в Армении, во время которого президент Ар¬ме¬нии наградил его ор¬деном Чести – высшей (!) государственной наг¬радой Армении, которая вручается гражданам иностранных госу¬дарств, в том числе, за защиту(!) государственных и национальных интересов Респуб¬ли¬ки Армения (!). «… Человек, который не смог вынести памятник Давиду Строителя в центре Тбилиси, «Мзечабуки» в Кутаиси, памятник Илье Чавчавадзе в Батуми, взорвал Мемориал Героев Второй Отечественной Войны в Кутаиси – явный, неусыпный, ярый и злейший враг Грузии!» Ефим Финштеин.

იქნებ ბატონ სტივ რასელს ფაქტების დამაფიქსირებელი ჩემი ტექსტი ინგლისურად თარგმნოთ და გაუგზავნოთ. მისი ელფოსტა რომ ვიცოდე მას თარგმნილ ტექსტს გავუგზავნიდი.
7 მაი 2017 01:56
#3  Guardian.ge
      
ბატონ ავთანდილ გურულს!!! თქვენ ბრძანებთ, რომ წყაროს მითითებაა საჭირო. წყარო მითითებულია და ეს კონგრესია, სადაც ბატონი რასელი გამოვიდა სიტყვით. ჩვენ სააგენტოს კი სოლიდურობა და მკითხველი არ აკლია და ის არც ერთ მასალას არ აქვეყნებს წყაროს მითითების გარეშე.

ბატონო ავთანდილ, და იქნებ ვიდეოსაც მოუსმინოთ, თუ იცით ინგლისური ენა.
6 მაი 2017 15:13
#2   Avtandil Guruli
      
ასეთი მნიშვნელობის ტექსტის გამოქვეყნებას აუცილებლად სჭირდება წყარის მითითება.
უფრო სარწმუნო იქნებოდა სტატია მკითხველისათვის, თქვენი საიტი კი სოლიდურ სახეს მიიღებდა.
6 მაი 2017 13:49
#1   ეროვნული ხელისუფლება
      
ჯერ თქვენ შემოგხედავთ როგორ განგმირავთ, მერე ვნახოთ...
24 აპრილი 2016 08:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი