რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი არჩევნების ჩატარების ვადებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული საკითხი მოლაპარაკებებით მოგვარდება.
”თქვენ გგონიათ, რომ მე მომრიგებელი მოსამართლე ვარ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის?! - რასაკვირველია, ხუთთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ძალიან სერიოზულ პრობლემებს შექმნის. მე არ ვთვლი, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ბოლოს და ბოლოს, 25 წელია საარჩევნო რეჟიმში ვიმყოფებით და ჯერ ამის აუცილებლობა არ გვქონია. მაგრამ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები მოგვარდება მოლაპარაკებებით და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქვეყნისთვის უკეთესია. ვფიქრობ, არც ამომრჩეველი და არც არჩევნებში მონაწილე სუბიექტები არ დაზარალდებიან", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემას მაისის დასაწყისში გეგმავს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა საარჩევნო კამპანიის რეჟიმში სწორედ მაისიდან გადავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.