გურამ ადამაშვილი: საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულად საინტერესო იქნება, რადგანაც კოალიცია გარკვეულწილად დაიშალა
04-05-2016, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, კოალიცია დაიშალა, შესაბამისად, მეტი არჩევანი აქვს საზოგადოებას და მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიებს“ – აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში „დილა პირველზე“ გააკეთა.

 

 

გურამ ადამაშვილის თქმით, „პოზიცია“ მზად არის, მონიტორინგი გაუწიოს არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს და ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად გარკვეული ღონისძიებებიც დაგეგმოს.

 

 

„არჩევნების პროცესი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე, რომ არჩევნების როლი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკური მოღვაწისათვის, რომელიც მონაწილეობს უშუალოდ არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად საზოგადოება უკვე გაიზარდა, გამოცდილება მიიღო. თუმცა, არჩევნების როლი დღეს განსაკუთრებულად რთულია და განსაკუთრებულად საინტერესოა იქედან გამომდინარე, რომ კოალიცია დაიშალა გარკვეულწილად, შესაბამისად, უფრო მეტი არჩევანის საშუალება აქვს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიული პრინციპით. შევქმენით არასამთავრობოთა კოალიცია, გვინდა და გვაქვს სურვილი რომ გავუწიოთ მონიტორინგი მიმდინარე პროცესებს, რაც ზოგადად მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და არის მზაობა იმისათვის, რომ დაიწყოს სერიოზული კამპანია. გვსურს გადავამზადოთ უფრო მეტი მოხალისე, უფრო მეტი ადამიანი, იმისათვის რომ ჩართულები იყვნენ შემდგომ უკვე საარჩევნო პროცესებში. გეტყვით იმასაც, რომ აქცენტი გაკეთდება სტუდენტებზე, მათთვის ეს იქნება ერთგვარი პრაქტიკა, საკუთარ ქვეყანაში ამ მნიშვნელოვან მოვლენაში ჩართულობა ერთგვარ გამოცდილებას მისცემს მათაც. წელს ჩვენ ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, წლევანდელი არჩევნები საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მოქალაქის პასუხისმგებლობაა, მივიდეს არჩევნებზე, აირჩიოს სასურველი პარტია“ – აღნიშნა ადამაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, მთავარი რითაც ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა იხელმძღვანელოს წინასაარჩევნოდ, საზოგადოების პრობლემები და სურვილებია.

 

 

„მე პარტიებს ვურჩევ რომ უფრო მეტად მოუსმინონ საკუთარ ამომრჩეველს. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანი, არის უამრავი პრობლემა, თუმცა, ყველა პრობლემის საბოლოო ჯამში ერთად მოგვარება ცოტა რთულია, მაგრამ მიმაჩნია თუ საიდანღაც არ დაიწყე, რაღაც საძირკველი არ ჩაყარე, ბოლომდე ვერ მიხვალ. ამიტომ მე ვურჩევდი კიდევ ერთხელ პარტიებს, რომ მაქსიმალურად მოუსმინონ საკუთარ ამომრჩეველს. საზოგადოებას – რა სურს ან რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას. როდესაც ვსაუბრობთ გაყალბებასა და არარეალურ ხმებზე, ყოველთვის იმკის პარტია ამას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს საქართველოში ის მიმართულება, რომ საზოგადოებას სურვილი გაუჩნდეს არჩევნებზე მისვლის და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების“ – განაცხადა ადამაშვილმა.

 

 

კითხვაზე, რას უნდა მიაქციოს ამომრჩეველმა ყურადღება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ადამაშვილმა უპასუხა, რომ პირველ რიგში, გასათვალისწინებელია რამდენად სუფთა პოლიტიკური წარსული აქვს ამა თუ იმ პარტიას.

 

 

„ჩვენ გვახსოვს პოლიტიკოსები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციებზე ინაცვლებდნენ იმისდა მიხედვით, თუ სად იყო უკეთესი პირობები. ამიტომ მნიშვნელოვანია, გასათვალისწინებელია თუ რამდენად გულწრფელია პარტია ამომრჩევლის წინაშე, რამდენად სწორი წარსული აქვს, რამდენად მზრუნველია საზოგადოებაზე. საზოგადოებას მართებს გარკვეული დაფიქრება, რადგან წელს ჩვვენ სხვა მოცემულობა გვაქვს, განსხვავებული 2012 წლისგან“ – აღნიშნა „პოზიცია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

 

ადამაშვილის შეფასებით, წელს თანაბარი პირობები იქნება ყველა პოლიტიკური ძალისთვის. მისივე აზრით, ეს იძლევა საშუალებას არჩევნები დემოკრატიული პრინციპებით ჩატარდეს.

 

 

„მე ვერ ვიტყვი რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალა გარკვეულ ზეგავლენას ახდენდეს საზოგადოებაზე. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია უახლოეს დღეებში წარადგენს კვლევას პარტიების დაფინანსებასთან 2012 წლამდე და შემდგომ პერიოდში. მე გეტყვით, რომ თუ 2012 წელს წინასაარჩევნო პროცესში თანხებს იღებდა ორი, მაქსიმუმ სამი პარტია, წელს ამ პარტიების რაოდენობა გაცილებით მეტია. წელს, ახლად დაარსებულმა „გირჩმა“ ყველაზე დიდი დაფინანსება მიიღო. დამეთანხმება მოსახლეობა, რომ 2012 წლამდე შეუძლებელი იყო მსგავსი პრეცედენტი მომხდარიყო. რაც შეეხება საარჩევნო სიებსა და „მკვდარ სულებს“, ვიმედოვნებ, რომ წელს ყველაფერი იქნება გადამოწმებული და გარდაცვლილი ადამიანები არ მოხვდებიან სიაში, არ უნდა მოხდეს ხმების გაყალბება „მკვდარი სულების“ ხარჯზე. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ მზად არის ჩაერთოს ყველა პროცესში. მონიტორინგის პროცესში საზოგადოების ხმას მივაწვდენთ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, ჩვენი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ყველას მოვუწოდებთ, წავიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ნება“ – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   ლანა
      
სრულიად ვეთანხმები ამ ადამიანს აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა დარწმუნებული ვარ ეს არჩევნები იქნება ყველაზე დემოკრატიული და ღირსეულები გაიმარჯვებენ

ამომრჩეველმა თავისი პოზიცია აუცილებლად უნდა დააფიქსიროს იმედი მაქვს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტიდანაც ამოიძირკვება ამ არჩევნებზე ..!
4 მაი 2016 07:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი