ფასების ვარდნისა და რეგიონში არსებული ყველა დიდი ვალუტის კურსის მერყეობის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა ვალუტის მყარი კურსი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას.
”მე ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს, განსაკუთრებით იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. 2014 წელს საქართველოში განხორციელებული საგარეო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა გასული 10 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, რეკორდულად მაღალი იყო”, - განაცხადა პრემიერმა.
მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში.
”მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით კი ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში. ჩვენ გავზარდეთ ჩვენს ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ხოლო წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, საქართველო სტაბილური ქვეყნების კატეგორიაში შედის. ჩვენი რწმენით, შიდაეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოუდგენელია ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ჩემმა მთავრობამ მიიღო რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას. ჩვენი რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებასა და ჯანდაცვას, ასევე, საპენსიო რეფორმას. ყოველივე ეს ცხადყოფს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებას, მოამზადოს თანამედროვე, განათლებული და ჯანმრთელი კადრები, რომლებიც მზად არიან გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველო იქცა სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნად, სადაც გადის სადენები, რომლებითაც კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობი და გაზი მიეწოდება თურქეთსა და ევროპას, ასევე ახალი გზატკეცილები და რკინიგზის ქსელები, რის წყალობითაც საქართველო იქცა მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად. პრემიერი მიიჩნევს, შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩათვლით, აძლიერებს საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის გაყოლებაზე განლაგებული ცენტრის როლს.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე, რომელიც ქართული კომპანიებისა და ინვესტორებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
”იგი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს ყველა ინვესტორს, რომელსაც სურს საქართველოში აწარმოოს თავისი პროდუქცია და მოახდინოს პროდუქტებისა და მომსახურების ექსპორტი. შეთანხმება ქართული კომპანიებისათვის არა მხოლოდ სატარიფო, არამედ ინსტიტუციურ ბარიერებსაც აუქმებს, რადგან ხელშეკრულების ნაწილით გათვალისწინებულია ქართული საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების გარდაქმნა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებულნი - ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოგვყავს კონკურენციასთან, სტანდარტიზაციასა და მეტროლოგიასთან, ფიტო-სანიტარიულ და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები. ეს უზრუნველყოფს საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების სრულ შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.