გიორგი სეთურიძე: ჩუმათელეთი-არგვეთას 50 კმ-იანი ურთულესი მონაკვეთის პროექტირებაზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს
25-05-2016, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“მიმდინარე წელს ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება“ - აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ გააკეთა.

 


„ამ ეტაპზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი და საზოგადოებას განსაკუთრებით აინტერესებს ამ გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობის საკითხი. ამ მიმართულებით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძლდება აგარიდან-ზემო ოსიაურამდე, ზემო ოსიაურიდან-ჩუმათელეთამდე მონაკვეთის მშენებლობაზე კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

 


ჩუმათელეთი-არგვეთას 50 კმ-იანი, ყველაზე რთული მონაკვეთი 4 ლოტად დაიყო და მათ დეტალურ პროექტირებაზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. აქედან, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის პროექტირებას მსოფლიო ბანკი, ხოლო დანარჩენი სამი მონაკვეთის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.
უკვე დასრულებულია და ცოტა ხანში ექსპლუატაციაში შევა ჩქაროსნული გზა აბაშის გადასახვევიდან დაფნარის მონაკვეთამდე.

 


ასევე, დაფნარის გზიდან გრიგოლეთის მიმართულებით, 50 კმ-იანი მონაკვეთის სამ ლოტზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო ერთი ლოტი სატენდერო ფაზაშია.

 


აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთზე (ლოტზე), რომელიც გაისად დასრულდება. ამ გზის პირველი მონაკვეთი უკვე შესულია ექსპლუატაციაში“ - განუცხადა guardian.ge-ს გიორგი სეთურიძემ და დაამატა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის გზების გარდა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზეც ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

 


სეთურიძემ სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებებზე სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად 500 მლნ ლარს ხარჯავს და მიმდინარე წელსაც, დაახლოებით, იგივე ოდენობის თანხები დაიხარჯება.

 


„მიმდინარეობს მუშაობა თბილისის შემოვლითი გზის, ნატახტარი-ლარსის, თბილისი-საგარეჯოს, საგარეჯო-ბაკურციხის, ბაკურციხე-თელავის, ბაკურციხე-წნორის, წნორი-ლაგოდეხის, რუსთავი-სადახლოს, გრიგოლეთი-ჩოლოქისა და ბათუმი-სარფის გზების მშენებლობა-მოდერნიზაციის პროექტირებაზე.

 


ასევე, უახლოეს პერიოდში დაიწყება ჩუმათელეთი-ძირულას გზის პროექტირება და ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

 


საპროექტო სამუშაოების დაფინანსებაზე მიმდინარეობს მუშაობა და უცხოურ დონორთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია რაჭა-იმერეთის დამაკავშირებელი და საირმე-აბასთუმნის საავტომობილო გზების რეაბილიტაციაზე. ამ ორ მიმართულებაზე დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ მოხდება მათი არა მხოლოდ რეაბილიტაცია, არამედ, ნაწილობრივი რეკონსტრუქციაც“ - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი