საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტი ოშკისა და იშხანის ტაძრების მონახულებით დაასრულა
22-01-2014, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ანკარაში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულა.


საქართველოს პრეზიდენტმა თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა ისტორიული ძეგლების დაცვისა და შენარჩუნებისთვის.


„ბედნიერი ვარ, რომ დღეს მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი წინაპრების შემოქმედება გვენახა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ, ღვთის მადლით, საქართველოს და თურქეთს დღეს ისეთი ცივილიზებული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც პატივს სცემს, რუდუნებით უვლის და მომავალ თაობას უნახავს კულტურულ მემკვიდრეობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


როგორც ქვეყნის პირველმა პირმა და ქართული დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, თურქეთის ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრების მსვლელობისას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხიც განიხილეს.


„შეხვედრების დროს მივიღეთ დაპირება, რომ იშხანის ტაძარის აღდგენა 2014 წელს დასრულდება, ხოლო, რაც შეეხება ოშკს, მიმდინარე წელს, პარალელურად, დაიწყება მისი რეაბილიტაციის პროცესი, რომელშიც ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან“, - აღნიშნა ეროვნული უშიშროებოების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.


თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით: „ანკარაში გამართული მოლაპარაკებების თვალსაზრისით, დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი - საქართველოს პრეზიდენტსა და ქართულ დელეგაციას თურქეთის მხარემ აღუთქვა, რომ ოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება“.


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში ისტორიულ ტაო-კლარჯეთში დაასრულა. იგი ქვეყნის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც, ვიზიტის ფარგლებში, ოშკისა და იშხანის ტაძრები მოინახულა.


http://president.gov.ge/ge/PressOffice/News?8630

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი