რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და რუსთავი2-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლითობაში დაადანაშაულა.
„ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ჩვენი ინფორმაციით იდევნება თაღლითობისთვის. 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ განაცხადა, რომ მას არ ქონდა საცხოვრებელი თბილისში და სამოსამართლო საქმის განხორციელებისთვის ჭირდებოდა ანაზღაურება. აღმოჩნდა რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა საკუთარი დედისგან. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და დაიწყო საბჭომ მოკვლევა თავის დროზე,“-აცხადებს ნიკა გვარამია
გვარამიას განცხადებით, ეს საქმის ახალი გარემოებაა, რაც ყურედღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.