დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტი ამ კრიზისიდან ერთიანი და გაძლიერებული, მწყობრი ორგანიზაცია გამოვა, - აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თსუ-ში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ვფიქრობ, პირველი, რაც ჩვენ უნდა გავიაზროთ არის ის, რომ არსებობს ინტერესები და პოზიციები. შეიძლება ამ ჯგუფების პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ მათი ინტერესები არ განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომელ პოზიციას მიეკუთვნებიან ისინი დღეს, ყველა სტუდენტის ინტერესია, რომ უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი, უკეთ მისცემს სტუდენტებს საშუალებას მმართველობის პროცესში ჩართვის. დარწმუნებული ვარ, რომ რადგან საერთო ინტერესები სახეზეა, რადგან არავინ არ ისახავს მიზნად რაღაც დესტრუქციულს, ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით. მეც აუცილებლად მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას, თუმცა მომხრე ვარ იმისა, რომ ასეთი დისკუსიები და აზრთა სხვადასხვაობები პრობლემად კი არა, ჯანსაღ პროცესად მოვნათლოთ, რომელიც უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს", - განაცხადა განათლების მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.