[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ჩადუნელი guardian.ge-სთან საუბრისას უარყოფს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს ქვემო ქართლში, კერძოდ კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში შსს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟა ლელუაშვილის გავლენების თაობაზე. როგორც იგი აღნიშნავს, ვაჟა ლელუაშვილს გარდაბნის მუნიციპალიტეტის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან არავითარი შეხება არ აქვს და არც შეიძლება რომ ჰქონდეს.
"ლელუაშვილი მე 2004 წლიდან თვალითაც არ მინახავს. რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე, მას არც კი დაურეკავს რამის სათხოვნელად, ან კიდევ, როგორ გამიბედავს და დამირეკავს ის მე, როცა მან თავად გამანთავისუფლა 2004 წელს დაკავებული თანამდებობიდან. მაშინ მე უშიშროების სამინისტროში ვმუშაობდი, თან ეს ყველაფერი სრული კანონის დარღვევით გააკეთა. შემეძლო სარჩელი სასამართლოში შემეტანა, პროცესს უსათუოდ მოვიგებდი და თანამდებობაზეც აღმადგენდნენ, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან ვიცოდი ვინც იყვნენ მოსულები ხელისუფლებაში, წინა ხელისუფლებას, "ნაციონალურ მოძრაობას" ვგულისხმობ,"- აღნიშნავს ნუგზარ ჩადუნელი.
"მე წინა ხელისუფლებას 2004 წლიდან ვებრძოდი", -განაგრძობს ჩადუნელი. "ყოველთვის ვიყავი მათთვის მიუღებელი პირი, ეხლა კი ჭორები დაყარეს თითქოს გარდაბნის მუნიციპალიტეტი ლელუაშვილისგან იმართება, ეს არის გამორიცხული."
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ჩადუნელი guardian.ge-სთან საუბრისას მის წინასაარჩევნო გეგმებზეც საუბრობს. "მე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებიდან კენჭს გამგებლის თანამდებობაზე ვიყრი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.