„საიდან გინდა მოიყვანო ამდენი მცოდნე გამგებელი?“ – ბიძინა ივანიშვილი გამგებლების კვალიფიციურობას და მართვის გამოცდილებას იწუნებს
07-06-2016, 07:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემის არსებობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გამგებლებს კვალიფიციურობა აკლიათ, მართვის გამოცდილება არ აქვთ და არ იციან ეკონომიკა.

 


”რეგიონულ ხელისუფლებაში კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს. ბევრი იყო წინააღმდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის, რომელიც კბილებით გავიტანეთ და ბევრს არ უნდოდა. დღესაც ძალიან ბევრი შფოთავს, რომ გამგებელს ვერაფერს მოუხერხებ, არავის არ ესმის, თან ამ დროს არ იცის, ასეთი შემთხვევები ბევრია. ჩემი პოზიცია უნდა აიტანოთ – თუ გინდა რომ ისწავლო, საიდან გინდა მოიყვანო ამდენი გამგებელი და მცოდნე უეცრად? ეს გამოცდილება რეგიონებში არ იყო, მაგრამ თუ გვინდა რომ იყოს მომავალში, ამ უბედურებასაც ვიტანთ დღეს ჩვენ და ასეთ სიტუაციებში ვმართავთ და რეიტინგებში გვაქვს მაქსიმალური შედეგი, მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით, მიუხედავად ამისა. რა თქმა უნდა, ეს სირთულეები არის, ობიექტური სირთულეებია. მე მახსოვს, პრემიერობის დროს რამდენიმე გამგებელთან შეხვედრა მქონია. აი, თუ უფლებას მომცემთ, მე ვეუბნეოდი, კანონით უფლება გაქვთ, ვერ გაუცნობიერებია რომ უფლება აქვს. ამის გაცნობიერების პროცესი მიდის. რა თქმა უნდა ეს ზოგმა ზედმეტად გამოიყენა და უხეშად და ცენტრალური ხელისუფლებიდან არაფრის მოსმენა არ უნდა, იმიტომ რომ არჩეულია და ვერაფერს ხელს ვერ შეახებ და რთული სამართავია. რა თქმა უნდა, აკლიათ კვალიფიციკაცია, შეურაცხყოფად არ მიიღონ, მაგრამ უმრავლესობას მაინც მართვის გამოცდილება არ აქვთ და მით უმეტეს, ეკონომიკა არ იციან კარგად," განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ მის დროსაც და ახლანდელი ხელისუფლების პირობებშიც საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლოა შეცდომები იყო დაშვებული და "უკეთესნი გარეთ დარჩნენ", მაგრამ, მისი თქმით, ოპტიმალური არჩევანი გაკეთდა. 

 

 

"ჩვენ გავაკეთეთ ოპტიმალური არჩევანი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ხალხი ობიექტურად განაწყენებულია და ძალიან ბევრი გმობს იმ არჩევანს, რაც გააკეთა ჩემს დროსაც და აკეთებს დღესაც ხელისუფლება, რომ უკეთესნი გარეთ დარჩნენ, შეცდომებიც ალბათ იყო, მაგრამ ოპტიმალური არჩევანი, მე არ ვამბობ საუკეთესო, ოპტიმალური არჩევანი ჩატარდა, ესაა ჩვენი საზოგადოება, ესაა ჩვენი დონე განვითარების, ამას უნდა შეფასება. მარტო მთავრობისგან რომ მოვითხოვოთ და ვურტყათ მთავრობას და ვცემოთ, არაფერი არ გამოვა ამისაგან. დღეს არის მთავრობა ჭეშმარიტად ხალხის სამსახურში მყოფი მთავრობა. ადრე მთავრობა გვყავდა, რომელიც გვიმსახურებდა მთელ საზოგადოებას, და თანაც რანაირად გვიმსახურებდა, რა პირობებში. დღეს გვყავს მთავრობა, ჩემი აზრით ძალიან ცუდ პირობებში ჩაყენებული მთავრობა და მოთმენის დონეზე არიან ძალიან ბევრნი. ამასაც დაბალანსება უნდა, მაგრამ დღეს არის მთავრობა, რომელსაც ხალხი აკონტროლებს და ხალხს უსმენს და ვერავინ ვერ იტყვის რომ კორუფციაა," განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 13
#13   რუსუდანi
      
სრულიად სიმართლეს გეტყვით, რეგიონებში და კონკრეტულად წყალტუბოში მძიმე ვითარებაა. მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე ჩიტიც ვერ გადაფრინდება ღობიდან-ღობეზე.მერი და მთელი მერია მაჟორიტარის მონა-მოსამსახურეა,პირადად მე 18 წელია ადვოკატი ვარ, წინა ამ პერიოდში სამუშაო მქონდა და თავს ვირჩენდი, ახლა აღარც ხალხია წყალტუბოში დაიცალა ხალხისგან და ვინც დარჩა იმათ ფული არ აქვს რომ დაიქირავონ ადვოკატი, საქმეს იფუჭებენ. არანაირი შემოსავალი რომ არ მქონდა დიდი ტანჯვით მივაღწიე ერთერთ ა(ა)იპ-ში დამაწყებია მაჟორიტარის დახმარებით მუშაობა მონიტორინგად. 3 თვეც არ მიმუშავია. თვენახავარი პირველ მმართველთან შესანიშნავ ქალბატონთან ვიმუშავე, მეორე თვენახევარში უკვე შეცვლილ მმართველთან, რომელსაც არაფერი გაეგება არც მმართველობის და არ უნდა მცოდნეს მოუსმინოს, მერმა პირველი მმართველი იმისათვის მოხსნა რომ მიც ცოლს გარკვეული თვეების წინ რაღაც ხელფასი დააკლო, აი მერის მიზეზი პირველი მმართველის სამსახურიდან გაშვებისა, მეორე მმართველმა დაარქვა რეორგანიზაცია სამსახურს და გამომიშვა მე, ეს დავალება მერისგან და მაჟორიტარისგან მიიღო, მცოდნე ადამიანები არცერთ სამსახურში არ უნდათ!! ეს არის გლობალურად უსაშინლესი მდგომარეობა რეგიონებში. წყალტუბოს შეგახსენებთ დადგენილება რომ მიიღეს ცხოველებზე ფრთებისა და ფრთების შეკვეცა სისასტიკეა-ო. ახლა სასამართლოს მივმართე ვნახოთ სასამართლო როგორი სამართლიანი იქნება.პ

ციტატა: იური
სამწუხაროდ პრობლემური საკადრო პოლიტიკა ყველა ხელისუფლების თანმდევია(ყოველ შემთხვევაში ჩემს მეხსიერებაში)...კვალიფიციური ხალხის მეტი რა გვყავს,მაგრამ ისინი საზოგადოებაში არიან გაფანტულნი და არ ჩანან მაშინ,როცა თანამდებობებზე ინიშნებოდნენ და ახლაც ინიშნებიან ადამიანები "გვერდში დგომის" და ნაცნობობის პრინციპით...შედეგიც სახეზე გვაქვს...

ციტატა: იური
სამწუხაროდ პრობლემური საკადრო პოლიტიკა ყველა ხელისუფლების თანმდევია(ყოველ შემთხვევაში ჩემს მეხსიერებაში)...კვალიფიციური ხალხის მეტი რა გვყავს,მაგრამ ისინი საზოგადოებაში არიან გაფანტულნი და არ ჩანან მაშინ,როცა თანამდებობებზე ინიშნებოდნენ და ახლაც ინიშნებიან ადამიანები "გვერდში დგომის" და ნაცნობობის პრინციპით...შედეგიც სახეზე გვაქვს...

დიახ! ზუსტად ასეა, მე არცერთ პარტიას არ მივეკუთვნები, მე ჩემი პროფესია დასაქმე მქონდა ახლა გამიჭირდა და მოიყვანეს მმართველად ბოროტი ადამიანი რომელმაც მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა და უფრო მეტიც გამოაყენებინეს და გამათავისუფლეს რეორგანიზაციის მოტივით.
24 ივნისი 2018 11:27
#12   თორნიკე
      
რეგონებს რომ შევეშვათ, რა ხდება თბილისის მთაწმინდის რაიონში. არ კადრები კვალიფიცირებული არ დატოვეთ და არც ოცნება .
24 ივნისი 2018 02:31
#11  ნანა ბუაჩიძე
      
კადრები უნდა შეირჩეს არა პარტიულობით არამედ ცოდნით და გამოცდილებით, მაშინ გვეყოლება შესაფერისი კადრები, მერიაში ჩატარდა ტესტირებები ,მაგრამ მოთხოვნა იყო საშუალოსკოლადამთავრებული, რატომ, როდესაც ამდენი უმაღლესდამთავრებული უმუშევარი ზის სახლში,ტესტირებები გაიარეს . მაღალი შეფასება მიიღეს და გასაუბრებაზე ზღვარი ვერ გადალახეს, რატომ, იმიტომ რომ ვინც არ აწყობდათ დაბლოკეს. ჯერ კომისია რის მიხედვით იყო შერჩეული, თვითონ ქონდათ უფლება სხვა შეეფასებინათ? სანამ პარტიულობა იქნება განმსაზღვრელი არაფერი არ გვეშველება
24 ივნისი 2018 02:16
#10   იური
      
სამწუხაროდ პრობლემური საკადრო პოლიტიკა ყველა ხელისუფლების თანმდევია(ყოველ შემთხვევაში ჩემს მეხსიერებაში)...კვალიფიციური ხალხის მეტი რა გვყავს,მაგრამ ისინი საზოგადოებაში არიან გაფანტულნი და არ ჩანან მაშინ,როცა თანამდებობებზე ინიშნებოდნენ და ახლაც ინიშნებიან ადამიანები "გვერდში დგომის" და ნაცნობობის პრინციპით...შედეგიც სახეზე გვაქვს...
24 ივნისი 2018 01:58
#9   რომანოზი
      
კადრს ძებნა უნდა,ჩვენ კი კარის კაცის ბარიერი ვერ გადავლახეთ !!!
23 იანვარი 2017 12:13
#8   გრიგოლ
      
კადრები არიან, მაგრამ მათ არ აჩენენ, უკვე "გამოჩენილები"
22 ივნისი 2016 21:14
#7   ფატი
      
ალბათ დამეთანხმებით, რომ კადრების შერჩევაში ძალიან დიდი შეცდომებია დაშვებული, ვერ ვიტყვი, რომ ოპტიმალური ვარიანტია შერჩეული, პირიქით, დაინიშნა გამოცდები, მაგრამ ნეტავ თუ ვინმეა დანიშნული ვინც გამოცდები ჩააბარა? არავინ. ჩატარდა გასაუბრებები, ერთი კი არა რამოდენიმე ისინი ვინც იყვნენ საუკეთესოები და ვინც ცოდნით და გამოცდილებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კომისიაზე გარეთ დარჩნენ, სამუშაოზე კადრი აიყვანეს ნაცნობობით, უფრო მეტიც საშუალო სკოლა დამთავრებულები და არანაირი გამოცდილების მქონენი. არა მგონია ეს იყოს ოპტიმალური ვარიანტი.
12 ივნისი 2016 15:27
#6   გიო
      
რამდენი კიდე შეგეშლება შე ნაბიჭვარო.რაც ხარ ,ის უტაქტო ქვეშევრდომები გყავს.
11 ივნისი 2016 07:45
#5   nataly nadiradze
      
რას ამბობს ეს ადამიანი?!პატიოსანი და კვალიფიციური კადრის მეტი რა გვყავს ქვეყანაში???
10 ივნისი 2016 07:25
#4   Batu
      
საინტერესოა რატომ გაახსედა ბატონ ბიძინას მაინცდამაინც ამ წინა საარჩევნო პერიოდში გამგებლების კვალიფიკაცია? დავიჯერო არ არის საქართველოში შესაბამისი კვალიფიკაციის ხალხი? თუ კვალიფიკაციის არმქონე ადამიანის უფრო მარტივი სამართავია, ვიდრე კვალიფიციური, მართვა ხომ ბატონი ბიძინას სტილია?
10 ივნისი 2016 02:06
#3   salome
      
boria, saqartveloshi bidzinad qceulo, aq uamravi mcodne da namusiani adamiani cxovrobs, magram sheni sukiseulad arasamartlebrivi mmartvelobis sistema, aseve rogorc nacebis da sxva tagliti partiebis, mxolod unamuso da mokriminalo adamianebs tu araadamianebs irchevs da mat eyrdnoba, rac mtelma qartvelma erma icis. amas imitom aketebt, rom chuchyiani adamianebs ukanonobis tsilshic ufro iolad gaiyvant da morchilebashic uproblemod geyolebat. mcodne da namusiani adamiani ki konstituciis gatvalistsinebit amomrchevelis interesebis dakmayofilebaze imushavebs, qveyanas aashenebs, ers gaamdidrebs, rac tqven ar gatsyobt, radgan eris gaqurdvit xart dachveuli gamdidrebas. amitomac aris, rom qveynis biujeti araertxel gaadzarcvine qurdbacaca sheni poartiis tsevrebs, premiebisa da danamatebis nigabit, mat mier gadzarculi biujets ki kerdzo bankebidan agebuli sesxebit avsebdi, rom am valis gadaxdis tvirtic kvlav am sistemis mier gadzarculi qartveli xalxis akido. digi xania, rac agar aris damaluli eristvis, rom nebismieri samezobloshi is adamiani, romelic yvelaze metad tavxedi, unamuso, usamartlo, kanondamrgvevi da borotia, sukis agentia da mis sibindzures da yalbi dasmenebs eyrdnoba tqveni arakonstituciuri “saxelmtsifo” sistema. kanonieri, anu konstituciurad samartlebrivi saxelmtsifo sistema ki aseti damnashaveebs ki ar eyrdnoba, aramed pasuxs stxovs mat chadenili danashaulis gamo. ase rom survilis shemtxvevashi mcodne adamianebis problema saqartveloshi namdvilad ar arsebobs, problema mxolod tqveni aralegitimuri da qurduli politikuri sistemashia...
9 ივნისი 2016 23:10
#2   rusudani
      
რეგიონებს მეტი მიხედვა სჭირდება.გამგებლებს ნაცნობობით აჰყავთ სამუშაოზე ხალხი.ტესტირებებიც ბლეფი იყო.ჩაბარებით კი ჩავაბარეთ გამოცდა, მაგრამ გასაუბრება არაობიექტურად ჩატარდა,ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ჩემს მდგომარეობაში ბევრი აღმოჩნდა.თუ არ ჩააწყვე ვინმესთან მხოლოდ ცოდნით შორს ვერ წახვალ.ესაა საქმე?
8 ივნისი 2016 12:52
#1   ლევანი
      
ის რაც გამოსწორებადია სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს-უვიცობამ წალეკა რეგიონი
8 ივნისი 2016 00:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი