პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ დღეს რამდენიმე საკითხზე იმსჯელა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე განიხილა საქართველოს კანონი განსაკუთრებული მინიშვნელობის ქონების შესახებ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, სტრატეგიული ობიექტების ნუსხა შეიქმნება, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ცნება სტრატეგიული ობიექტების შესახებ გაუქმებული იყო, ახალი ხელისუფლება კი ამგვარი ობიექტების ნუსხის შექმნაზე მუშაობს.
სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა პრემიერს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში წარუდგინეს. ფინანსთან მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრისა და ნოემბრის დაზუსტებული მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4.1 და 8.1 პროცენტი დაფიქსირდა. რაც შეეხება დეკემბრის თვის წინასწარ მონაცემებს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაახლოებით 8.5%–ით განისაზღვრება. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წლის 5%–იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, კორსერვატიულადაც შეიძლება შეფასდეს. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ბანკი საქართველოში 6.3%–იან ზრდას ვარაუდობს.
უცხოური ინვესტიციების ზრდის შესახებ ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2013 წლის მეორე კვარტლიდან უცხოურ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი გამოცოცხლება დაფიქსირდა. მე-3 კვარტალში საქართველოში შემოდინებული ინვესტიციების მოცულობა 20%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს. 2013 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში 700-მდე მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.