საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" განცხადებას ავრცელებს
23-06-2016, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" განცხადებას ავრცელებს, სადაც სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს. საკითხი ეხება „მედიის განვითარების ფონდის“ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომლის თანახმადაც სააგენტო „ნიუსპრესი“ პრორუსულ მედიასაშუალებადაა მოხსენიებული.

 


"ნიუსპრესი" მოუწოდებს „მედიის განვითარების ფონდს“ გონივრულ ვადაში მოიხადოს ბოდიში საჯაროდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კინწურაშვილის ორგანიზაციას აფრთხილებს, რომ "საქმე აუცილებლად გადაინაცვლებს სასამართლოში."

 

"უკანასკნელ დღეებში ინტერნეტსივრცეში მკვეთრად იმატა მასალებმა, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

 


ვგულისხმობთ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“დასკვნას, სადაც სააგენტო „ნიუსპრესი“ პრორუსულ მედიასაშუალებადაა მოხსენიებული.

 


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: სააგენტო „ნიუსპრესი“ არასდროს ყოფილა და არც არასდროს გახდება „პრორუსული“, „პროდასავლური“ ან „პროსახელისუფლებო“!

 


თავისი არსებობის თითქმის 5 წლის მანძილზე სააგენტო ცდილობდა და აღწევდა კიდეც, ყოფილიყო დაბალანსებული მედიასაშუალება და მუდმივად აფიქსირებდა ყველა მხარის პოზიციებს თავისი ფინანსური თუ ადამიანური რესურსის გათვალისწინებით.

 


მიგვაჩნია, რომ ადგილი აქვს სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რისი მიზეზიც, ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა ვეძებოთ იმაში, რომ „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის მოსაწონ სარედაქციო პოლიტიკას არასდროს გავატარებთ.

 


როგორც მოგეხსენებათ, ეს ქალბატონი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, შემდეგ კი უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის გიგა ბოკერიას მოადგილე.

 


რაც შეეხება საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ „უცხოური პრესის“ რუბრიკის ქვეშ გამოქვეყნებულ მასალებს, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის ისედაც ცხადია, ხოლო დაინტერესებული პირი ადვილად დარწმუნდება, რომ ასეთ მასალათაგან მხოლოდ 15 პროცენტი უჭირავს რუსული მედიის მიმოხილვას, 75 პროცენტი დასავლური მედიის მიმოხილვას, ხოლო 10 პროცენტი აღმოსავლური და კავკასიის ქვეყნების მედიამასალების მიმოხილვას.

 


ასე, რომ ამ მიზეზით სააგენტოს „პრორუსულ“ მედიად მოხსენიება სასაცილო იქნებოდა ეს რომ მხოლოდ არაპროფესიონალიზმის ბრალი იყოს.

 

 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ იტოვებს უფლებას მისი დისკრედიტაციის მცდელობას წინ აღუდგეს ნებისმიერი სამართლებრივი გზით და მოუწოდებს „მედიის განვითარების ფონდს“ გონივრულ ვადაში მოიხადოს ბოდიში საჯაროდ!

 

 

წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე აუცილებლად გადაინაცვლებს სასამართლოში, რადგან არ ვაპირებთ, ჩვენი დისკრედიტაციის ხარჯზე, ვინმეს, პოლიტიკური ან სხვა სახის მიზნების განხორციელებაში დავეხმაროთ," – ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის" განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი