საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას არასწორი ინფორმაცია უწოდა.
”არასწორი ინფორმაციაა როგორც ხშირად ხდება. დაახლოებით 3 თვეა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, 83 ქართული მომწოდებელი კომპანია იყო ჩართული ამ პროცესში, 15 სექტემბისთვის ეს პროცესი სრულად იქნება დამთავრებული. ის ბავშვები, ვისაც შეგვიძლია ძველი წიგნებიდან ვარგისი კომპლექტები შევახვედროთ, მიიღებენ ძველ, მაგრამ კარგად შენახულ წიგნებს, ახლები მიიღებენ ახალ დაბეჭდილს”, - განაცხადა ალექსანდე ჯეჯელავამ.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, სერგო რატიანმა და მარიამ რამინაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ”სასწავლო წელი, შარშანდელის მსგავსად, კვლავ სახელმძღვანელოების გარეშე ან ნახმარი სახელმძღვანელოებით დაიწყება".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.