ანგელა მერკელი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას მხარს უჭერს  და მოსკოვისადმი ნდობის დაკარგვის მიზეზებზე საუბრობს
07-07-2016, 06:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-მ საჭიროა აჩვენოს, რომ მას ჰყავს ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობა მის აღმოსავლეთ ფლანგზე“,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

 

მერკელის თქმით, "საზღვრების ხელშეუხებლობის" კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით მოსკოვმა დასავლეთის თვალში ნდობა დაკარგა.

 

 

„რუსეთმა აღმოსავლეთით ჩვენს მოკავშირეებს სიმშვიდე დაურღვია მისი უკრაინაში მოქმედებების გამო“,-განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ მათ ახლა სჭირდებათ ნათლად დარწმუნება ალიანსის მეშვეობით.

 

 

გერმანიის კანცლერმა დაჟინებით მოუწოდა ნატო-ს სხვა წევრ ქვეყნებს, თვალშისაცემი და დამაჯერებელი სოლიდარობა გამოხატონ.

 

 

გამოცემის ცნობით, მერკელის სიტყვით გამოსვლა ერთი დღით ადრე უსწრებს ნატო-ს სამიტს ვარშავაში, სადაც მოელიან, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები დაამტკიცებენ, ცივი ომის დასრულების შემდგომ, ყველაზე დიდ და ფართო სამხედრო მშენებლობას აღმოსავლეთ ევროპაში. გერმანია მომავალ წელს ლიტვაში ნატო-ს 1 000-მდე ჯარისკაცის კოორდინირებას მოახდენს. ბერლინი ასევე, გაზრდის თავის თავდაცვის ხარჯებს.

 

 

 

 

ნატო-ს კარი ჯერ კიდევ ღიაა

 

 

მერკელმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ „მან აიღო მთავარი ტვირთი მსოფლიო მასშტაბით ნატო-ს ჯარების განლაგების გამო“.

 

 

გერმანიის კანცლერმა ასევე, შეაქო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება, რომლის შემადგენლობაშიც მალე მონტენეგროს იხილავენ.

 

 

გამოცემა ასევე, აღნიშნავს, რომ უკრაინამ და საქართველომაც სთხოვეს ალიანსს, რომ დაიცვან ისინი რუსეთის საფრთხისაგან.

 

 

„ჩვენ არ ვხურავთ ნატო-ს კარს“,-განაცხადა მერკელმა, თუმცა არ დაუსახელებია ნატო-ს მომავალი წევრები.

 

 

გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან ურთიერთობისას „შეკავებისა და დიალოგის“ პოლიტიკის წარმართვაა საჭირო და დაამატა, რომ „ისინი [შეკავება და დიალოგი] არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ისინი ნამდვილად განუყოფელია“.

 

 

მერკელმა ასევე, ხაზი გაუსვა, რომ „უსაფრთხოება ევროპაში, შესაძლოა, მიღწეული იყოს მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით და არა მის წინააღმდეგ წასვლით“.

 

 

კომენტარები: 1
#1  ნიკოლოზ ჩხიკვაძე
      
„უსაფრთხოება ევროპაში, შესაძლოა, მიღწეული იყოს მხოლოდ რუსეთთან თანამშრომლობით და არა მის წინააღმდეგ წასვლით“. -ანგელა მერკელი.

აი ესაა სწორედ უტოპია და ამ უტოპისტური აზროვნების შედეგებ სამწუხაროდ საქართველო და უკრაინა იმკის დღეს-დღეობით და მომავალში ვის დაატყდება თავს ესეთივე უბედურება მხოლოდ უფალმა და პუტინის ავადმყოფურმა გონებამ იცის...
კარგი იქნებოდა თავად გერმანიასა და საფრანგეთს ეწვნია საკუთარ თავზე იგივე რაც ჩვენ ვიწვნიეთ და არა ჩვენ...
იმედედ ვიტოვებ რომ ასეც მოხდება ოდესმე (სასურველია მალე)...
8 ივლისი 2016 11:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი