მარკ ტვენის გამონათქვამები
01-02-2012, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არკ ტვენი (სამუელ ლენგორნ კლემენსი) (1835 – 1910) - გამოჩენილი ამერიკელი მწერალი

 

 

მარკ ტვენის გამონათქვამებ

 

 

„კლასიკა.“ წიგნი, რომელსაც ხალხი ხოტბას ასხამს, მაგრამ არ კითხულობს.

 

კლასიკა - ისეთი რამ, რაც ყველას უნდა რომ წაკითხული ჰქონდეს და არავის უნდა რომ წაიკითხოს.

 

უფრო ადვილია გარეთ დარჩე, ვიდრე შინიდან გარეთ გახვიდე.

 

კეთილდღეობა პრინციპების საუკეთესო დამცველია.

 

საკუთარ თავზე გამოვცადე და დიდი სიამოვნებაც მივიღე ყველაფერ იმისაგან რაც ვაგნერმა პირველ მოქმედებაში შექმნა, მაგრამ ჩემზე ზემოქმედება იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთი აქტი სრულიად საკმარისი იყო. როცა კი მე-2 მოქმედებისთვისაც უნდა მეყურებინა, ყოველთვის დაძაბუნებული და გამოფიტული ვრჩებოდი და თუ კი მთელი ძალების მოკრება მიწევდა ოპერაზე თავიდან ბოლომდე დასარჩენად, შედეგს თვითმკვლელობამდე მივყავდი.

 

მე შემიძლია გავუგო გერმანულს, ისევე როგორც მანიაკს, რომელმაც იგი გამოიგონა, მაგრამ ამ ენაზე საუკეთესოდ მთარგმნელის მეშვეობით ვსაუბრობ.

 

საფრანგეთს არც ზამთარი, არც ზაფხული და არც მორალი არ გააჩნია. ასეთი უარყოფითი ფაქტორების მიუხედავად ის მშვენიერი ქვეყანაა.

 

ბოსტონში ასე კითხულობენ: „რამდენი იცის მან?“ ნიუ იორკში ასე: „რამდენად ღირებულია იგი?“ ფილადელფიაში კი ასე: „ვინ იყვნენ მისი მშობლები?“

 

მე ახლა ზრდასრული მოხუცი კაცი ვარ და ჩემი მეხსიერება ისეთივე აქტიური არაა, როგორიც იყო. როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი ბევრი რამ მახსოვდა, იმისდა მიუხედავად მომხდარი იყო თუ არა ესა თუ ის ამბავი. მაგრამ ჩემი უნარი ახლა კვდომის გზაზეა და მალე შესაძლოა ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდე, რომ არ მახსოვდეს არაფერი, გარდა იმისა, რაც არასოდეს არ მომხდარა. ძალიან დასანანია, რომ ასეთ პირობებში აღმოჩნდები, მაგრამ ამ გზის გავლა ყველას მოუწევს.

 

ფაქტებითა და ციფრებით შეიძლება იქნას ნაჩვენები, რომ არ არსებობს გამოკვეთილად ძირძველი ამერიკული კრიმინალური კლასი, გარდა კონგრესისა.

 

ყველა ბოროტების სათავე ფულის უქონლობაა.

 

არასოდეს არ გამიკეთებია რაიმე ვარჯიში, ძილისა და დასვენების გარდა და არც მაქვს რაიმე განზრახვა, რომ მომავალში მაინც გავაკეთო. ვარჯიში საძაგელი რამაა და მას არ შეუძლია რაიმე სარგებელი მოგიტანოს, როცა დაღლილი ხარ და მე კი ყოველთვის დაღლილი ვიყავი.

 

როცა გაბრაზებული ხარ, ოთხამდე დაითვალე, როცა ძალიან გაბრაზებული, შეიგინე.

 

თუ შენ მშიერ და დაუძლურებულ ძაღლს აიყვან და დააპურებ, იგი არასოდეს გამოიწევა შენკენ საკბენად. ეს არის პრინციპული განსხვავება ძაღლსა და კაცს შორის.

 

ამერიკის აღმოჩენა ჩინებული რამ იყო, მაგრამ უფრო ჩინებული იქნებოდა რომ ასცდენოდნენ მას.

 

 

guardian.ge 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი