ვლადიმერ პუტინი მკაცრად დაესხა თავს NATO-ს გადაწყვეტილებას, მისი 4 ბატალიონის პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში განლაგების თაობაზე
11-07-2016, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო–ს შეუტია, ბრალი დასდო რა მას "აღმოსავლეთიდან არარსებული საფრთხის" გარშემო ფოკუსირებაზე. ლავროვის ეს განცხადება ნატო–ს სამიტზე რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი ზომების გატარების შესახებ გაჟღერებულ მოწოდებას მოჰყვა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

 


ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შაბათს განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერები რუსეთთან მიმართებაში "ერთად დგანან" და თანხმდებიან, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის კონფლიქტის შემდეგ, გააძლიერონ ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი. სამიტმა მოიწონა 2017 წლიდან 4 ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი ბატალიონის ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში როტაციის პრინციპით განლაგება. აღნიშნულ ბატალიონში 1 000 ჯარისკაცი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება წარმოდგენილი. პოლონეთის ხელისუფლებას სურს, რომ ძალები განლაგდეს სუვალკის მიმდებარედ, სადაც პოლონეთის საზღვარი კალინინგრადსა და ბელარუსს შორის არის გადაჭიმული.

 

 

"შეხვედრის შედეგების წინასწარი ანალიზი აჩვენებს, რომ ნატო განაგრძობს არსებობას მსოფლიოსთვის სამხედრო–პოლიტიკური სათვალეებიდან მზერის პრინციპით", განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარშავის ნატოს 2–დღიანი სამიტის დასრულების შემდეგ. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთო ინტერესების, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში, საწინააღმდეგოდ... ალიანსი კონცენტრირებას ახდენს იმის მცდელობაზე, რომ შეაკავოს არარსებული საფრთხე აღმოსავლეთიდან".

 


ვლადიმერ პუტინი ნატოს გადაწყვეტილებას, მისი 4 ბატალიონი პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში განალაგოს, მკაცრად დაესხა თავს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი ამ პროცესს მოსკოვის საბჭოთა ერის "ახლო საზღვარგარეთში" ექსპანსიად უყურებს.

 


საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა კი "ინტერფაქსს" ასეთი რამ განუცხადა: "მიუხედავად ნატოს გარანტიებისა, რომ იგი ცდილობს შეკავებას და დიალოგს რუსეთთან, ჩანს რომ ნატო ემზადება კონფლიქტის ესკალაციისთვის. ვარშავის რიტორიკა წამოყვირებაა იმ განზრახვისა, რომ პრაქტიკულად ომი გამოუცხადონ რუსეთს. ისინი მხოლოდ თავდაცვაზე საუბრობენ, მაგრამ ფაქტობრივად, ისინი თავდასხმისთვის ემზადებიან".

 

 

 

კომენტარები: 1
#1   Iuri
      
Aba ra egonat sul mati kaprizebit xom ar ivlida nato, gaucxeldat erti adgili ara...!!!!!
11 ივლისი 2016 23:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი