დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელიც ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებს აღნიშნულ პოსტს, მას შემდეგ რაც იგი ტორების ახალ ლიდერად და მომავალ პრემიერ მინისტრად დასახელდა, „უკეთესი ბრიტანეთის“ შენების პირობა დადო და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას „წარმატებად“ აქცევს. ამის შესახებ BBC იუწყება.
პარლამენტის გარეთ საუბრისას, მეიმ განაცხადა, რომ მას „პატივი ერგო“ შეცვალოს დევიდ ქამერონი, მას შემდეგ რაც მისმა ერთადერთმა მოწინააღმდეგემ, ენერგეტიკის სახელმწიფო მინისტრმა ანდრეა ლედსომმა მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი გამოეთიშა კამპანიას.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს, 13 ივლისს, პრემიერ მინისტრის პოსტს ტერეზა მეი დაიკავებს.
ქამერონმა თქვა, რომ იგი აღფრთოვანებულია იმით, რომ „ლიდერობისთვის ხანგრძლივი კამპანია“ არ გაიმართება და მეის მისი „სრული მხარდაჭერა“ გააჩნია. მან აღნიშნა, რომ ლედსომმა „მართებული გადაწყვეტილება“ მიიღო.
ქამერონი სამშაბათს კაბინეტის ბოლო შეხვედრას გამართავს, ოთხშაბათს შუადღემდე კი პარლამენტში პრემიერ მინისტრის შეკითხვებს პრემიერ მინისტრის რანგში ბოლოჯერ დაესწრება და ამის მერე გაემგზავრება ბუკინგემის სასახლეში, რათა ფორმალურად ამცნოს დედოფალს მისი გადადგომის შესახებ.
„ამგვარად, ჩვენ გვეყოლება ახალი პრემიერ მინისტრი ამ შენობაში, ჩემს უკან (მან დაუნინგ სთრითის 10 ნომრისკენ მიანიშნა) ოთხშაბათ საღამოსთვის“, განაცხადა ქამერონმა.
ეს ნიშნავს იმას, რომ 59 წლის ტერეზა მეი ქამერონს ოთხშაბათს ჩაანაცვლებს, მივა ბუკინგემის სასახლეში და განუცხადებს დედოფალს, რომ იგი ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ამის შემდეგ ხუთშაბათს და პარასკევს მეი მისი მთავრობის ახალ მინისტრებს დაასახელებს. იგი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ ბრიტანეთის მეორე ქალი პრემიერ მინისტრი გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.