იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.
გადაწყვეტილება იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მიიღეს.
საქართველოს დელეგაციას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სააგენტოს თანამშრომლები წარმოადგენდნენ.
კომიტეტის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ძალისხმევა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით ახორციელებს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია მიღწეული პროგრესის შესახებ. კომიტეტის წევრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ დეტალურ ანგარიშს მცხეთის ისტორიული ძეგლების დაცვის მიმართულებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით.
როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა და რეგულარული კონსულტაციები მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან (ICOMOS, ICC ROM), რომლებიც გააგრძელებენ საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე და მათ შორის მცხეთის ისტორიულ ძეგლებზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას.
„2015 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული იუნესკო-საქართველო სამწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ექსპერტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით მიმდინარეობს მუშაობა ქალაქ მცხეთის ქალაქთმშენებლობითი რეგულირების დოკუმენტაციაზე.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა და კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მცხეთის ისტორიული ძეგლების ერთიანი დამცავი (ბუფერული) ზონა.
2016 წლის მარტში დასრულდა მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის კოდექსის პროექტზე, რომელიც მოიცავს კანონს მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ და კანონს არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და 2016 წლის ივლისში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა კულტურის სტრატეგია 2025.
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანმიმდევრული ქმედებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფის გამო 2009 წლიდან იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იქნა გადატანილი“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.