ჯონ ქერი: ამერიკა გიულენის ექსტრადირების საკითხს განიხილავს, მაგრამ საჭიროა იმამის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების სამხილი
16-07-2016, 23:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის ხელისუფლების შეერთებული შტატებისადმი მოწოდებას, დააპატიმრონ ან გადასცენ დევნილობაში მყოფი ფატჰულა გიულენი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ამერიკა გიულენის ექსტრადირების საკითხს განიხილავს, მაგრამ საჭიროა იმამის კანონსაწინააღმდეგო ქმედებების სამხილი და დააზუსტა, რომ თურქეთს არ მოუთხოვია გიულენის ექსტრადიცია.

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაქ ობამას სტამბულიდან მოუწოდა დააპატიმროს სასულიერო პირი ფეტჰულაჰ გიულენი ანდა მოახდინოს მისი თურქეთში დეპორტირება, რათა მას წარედგინოს ბრალი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის.

 

 

მან თქვა, რომ თუკი შეერთებული შტატები და თურქეთი ნამდვილად არიან სტრატეგიული მოკავშირეები, მაშინ ამერიკის პრეზიდენტი უნდა დაეხმაროს ერდოღანს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი იმამის გადმოცემის საკითხში.

 


ერდოღანმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლოს მის მოთხოვნებთან და აღნიშნა, რომ თურქეთმა ამერიკელი ოფიციალური პირების მოთხოვნის საფუძველზე ვაშინგტონს ტერორისტები გადასცა. როგორც კი „ტერორის მეთაური“ გადასახლების ადგილიდან მოცილებული იქნება, განაცხადა ერდოღანმა, თურქეთს ნამდვილი ცვლილება ექნება.

 


ერდოღანის აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ქვეყნიდან განდევნილ სასულიერო პირს, ფეტულაჰ გიულენს გვერდით დაუდგება, თურქეთის მტრად ჩაითვლება.

 

 

ილდირიმმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა გიულენს, რომელიც შეერთებულ შტატებში, ცენტრალურ პენსილვანიაში განმარტოებულად ცხოვრობს, ბრალი დასდეს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე სამხედრო ჯგუფთან ორკესტრირებულად მოქმედებაში. მათ თქვეს, რომ გიულენმა სასამართლოში, მედიასა და არმიაში „პარალელური სტრუქტურა“ შექმნა.

 

 

გიულენმა „უმკაცრესი ტერმინებით დაგმო სამხედრო გადატრიალების მცდელობა“ და „კატეგორიულად“ უარყო მასში ნებისმიერი ჩართულობა. „მთავრობა უნდა იმარჯვებდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და არა ძალით“, - განაცხადა 75 წლის სასულიერო პირმა, რომელიც ერთ დროს ერდოღანის ახლო მოკავშირე იყო. ჟურნალისტებისთვის მიცემულ იშვიათ ინტერვიუში კი აღნიშნა: "ახლა თურქეთი დემოკრატიის გზაზეა და ის უკან ვეღარ დაბრუნდება".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი