გია ხუხაშვილი: შეიძლება "ქართულ ოცნებას" შეექმნას დიდი პრობლემები, თუ ოპოზიციიდან ვიღაცამ მოახერხა სერიოზული კანდიდატების წარმოდგენა
19-07-2016, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მიერ იმერეთის ოლქში ორშაბათს დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების და ზოგადად, "ქართული ოცნების" პოლიტიკურ შესაძლებლობებზე guardian.ge–ს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ესუბრა.

 


იგი აცხადებს, რომ ქუთაისში პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან განსაკუთრებული ყურადღება შევარდნაძის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა მიიქცია და თვლის, რომ ეს "განსაკუთრებით უცნაურად ჩანს იმ ფონზე", როცა "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე დღის წინათ, საგურამოში საარჩევნო სიის 15 წევრის პრეზენტაციისას აქცენტი უცხოეთში განათლებამიღებულ ახალგაზრდებზე გააკეთა, ახლა კი "წარსულთან ასოცირებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარმოადგინა".

 

 

"წარდგენილი კანდიდატებიდან უმრავლესობას არ ვიცნობ და გამიჭირდება რამის თქმა, თუმცა, ნარჩემაშვილზეა ბევრი საუბარი. "ქართული ოცნება" მას წარმოადგენს როგორც "ქვეყნის გადამრჩენს", მეორე მხარე კი მის დემონიზაციას ახდენს. ჩემი აზრით, არც ერთი არ არის სწორი. სინამდვილეში, ის არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს ისტორიაში, რომ რაღაც შარავანდედით შევმოსოთ და ან კიდევ განსაკუთრებით გავლანძღოთ. ერთი ჩვეულებრივი მოღვაწე იყო. მის ისტორიაში შეიძლება ჩაიწეროს ის, რომ მისი მინისტრობის დროს მილიცია, ასე რომ ვთქვათ, იყო კორუმპირებული და ამ პროცესში ჩართული იყო პირადად, თუმცა, ფასადად გამოიყენებოდა ამ სისტემის დასაფარად. ეს დიდი მინუსია რა თქმა უნდა.

 

 

"ეს ყველაფერი განსაკუთრებით უცნაურად ჩანს იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღის წინ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა ახალგაზრდები, უცხოეთში განათლებამიღებული და პროგრესისტულ ძალად გვაჩვენებდა თავს და ახლა წარსულთან ასოცირებული მაჟორიტარობის კანდიდატები წარმოადგინა. მათი, ეს ორი ურთიერთსაპირისპირო კონცეფცია ჩემთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ რა უნდათ მათ – ჩამოყალიბდნენ, პროგრესზე არიან ორიენტირებულნი თუ წარსულზე. პრინციპში ორივე სქემა დასაშვებია. ისინი ვერ ყალიბდებიან როგორც ჩანს, და ასე არ გამოდის, ან ერთი უნდა აირჩიონ ან მეორე", – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

 

შეკითხვაზე – იმ პირობებში, როცა უკვე მაჟორიტარი კანდიდატების ერთი ნაწილის ვინაობა ცნობილია, [იმერეთის ოლქებში], რამდენად იკვეთება ის, რომ კანდიდატების შერჩევისას გადაწყვეტილების მიმღები "ქართული ოცნების" ლიდერები, პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი და ვიცე პრემიერი კახა კალაძე არიან და არა ბიძინა ივანიშვილი? – პოლიტოლოგი პასუხობს, რომ "ქართული ოცნების" სიის ფორმირებასა და მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის პროცესში ივანიშვილის როლი განმსაზღვრელი არ უნდა იყოს, რადგან ყოფილი პრემიერ მინისტრისთვის მნიშვნელობა არა კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ მათი კონტროლირების ხარისხს აქვს, ანუ იმას, თუ რამდენად "კონტროლირებადია" ეს ჯგუფი.

 

 

"მე არა მგონია, რომ აქტიურად მონაწილეობდეს ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" სიის ფორმირებაში, მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის პროცესში. მეტსაც გეტყვით, მისთვის კონკრეტულ დეპუტატებს და კონკრეტულ ადამიანებს ამ პროცესში მნიშვნელობა არ აქვს. ის მთლიან სურათს უყურებს და დეპუტატებს უყურებს, როგორც ერთიან ჯგუფს, რომელიც ასე თუ ისე კონტროლირებადია. არ არის მისთვის საინტერესო კონკრეტული დეპუტატების ძებნა და მათი ლობირება, ეს არის შავი სამუშაო მისი გაგებით, რომელიც სხვა ადამიანებმა უნდა შეასრულონ. ერთი გამონაკლისის გარდა, რომ შეიძლება ვიღაცას გაუწიოს რეკომენდაცია, მაგრამ არა მგონია რომ ინტენსიურად იყოს ზოგადად პროცესში ჩართული. ანუ მე ვფიქრობ, რომ ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს", – აცხადებს პოლიტოლოგი.

 

 

guardian.ge–ს მორიგ შეკითხვაზე – უკვე დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობა მაჟორიტარების ხარჯზე შეიძლება მოიპოვოს? – ხუხაშვილი პასუხობს, რომ ეს "ქართულ ოცნების" კანდიდატები "არ გამოიყურებიან ძალიან ძლიერად", მაგრამ მათი გუნდის მთავარი კოზირი არის ის, რომ "ოპონენტი კიდევ უფრო უარესად გამოიყურება".

 

 

"კონცეპტუალურად "ქართული ოცნება" საკმაოდ წინააღმდეგობრივად იქცევა. ერთის მხრივ, სიის წარდგენის დროს, მათი გზავნილი იყო, რომ ისინი აქცენტს აკეთებდნენ ახალგაზრდა, სუფთა ბიოგრაფიის კარგ განათლებამიღებულ ადამიანებზე, ანუ მომავალზე ორიენტირებულ ადამიანებზე და აქვე მაჟორიტარული დეპუტატებით აბსოლუტურად გააუქმეს ეს თავისი კონცეფცია.

 

 

აქცენტები გააკეთეს უკვე ბუნდოვანი და არც თუ პროგრესისტული წარსულის ადამიანებზე. ეს ეკლექტიკა, ეს ურთიერთსაპირისპირო განვითარება რა თქმა უნდა, პრობლემატურია საბოლოო ჯამში, რაც შეეხება თუ რა შედეგს მიიღებს არჩევნებში, ეს არ არის "ქართულ ოცნებაზე" დამოკიდებული იმდენად, რამდენადაც მის ოპონენტებზე. "ქართული ოცნების" კანდიდატები არ გამოიყურებიან ძალიან ძლიერად, მაგრამ მათი გუნდის მთავარი კოზირი არის ის, რომ ოპონენტი კიდევ უფრო უარესად გამოიყურება. თუ ოპოზიციიდან ვიღაცამ მოახერხა სერიოზული კანდიდატების წარმოდგენა, შეიძლება "ქართულ ოცნებას" შეექმნას დიდი პრობლემები. სურათი უფრო გასაგები გახდება მაშინ, როდესაც სხვა პარტიებიც წარმოადგენენ თავიანთ კანდიდატურებს. "ქართულ ოცნებას" აქვს თავისი პლუსები, იგივე ადმინისტრაციული რესურსი, სხვა ტიპის რესურსები, ის რომ ხელისუფლებაში არიან, ეს მათ გარკვეულ უპირატესობას ანიჭებთ, თუმცა, ეს უპირატესობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რაღაც შედეგი გარანტირებული ჰქონდეთ.

 

 

მე ვერ ვხედავ "ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატებში ისეთ პირებს, რომლებსაც აქვთ მეტ-ნაკლებად სერიოზული ავტორიტეტი. უკონკურენტო კანდიდატებს ვერ ვხედავ ამ ადამიანებში," – განუცხადა გია ხუხაშვილმა guardian.ge–ს. შეკითხვას კი, თუ რომელი პოლიტიკური ძალები შეიძლება მოხვდნენ მომავალ პარლამენტში, – ხუხაშვილმა ასე უპასუხა:

 


"საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად ცხელ ფაზაში ჯერ არ გადასულა. იმას, თუ ვინ შეძლებს პარლამენტში მოხვედრას, ეს დამოკიდებულია კამპანიაზე. მაღალი აქტივობის პირობებში, ჩემი აზრით, შესაძლებელია 6-დან 8 პარტიამდე გადალახოს ბარიერი: "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა", "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის, "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები", "ლეიბორისტული პარტია", "პატრიოტთა ალიანსი". ხოლო კითხვაზე, – აქვთ თუ არა "რესპუბლიკელებს" ბარიერის გადალახვის შანსი, ხუხაშვილი პასუხობს:

 

 

"რეპუბლიკელებს", პარტიას, ძალიან მინიმალური თეორიული შანსი აქვს ბარიერის გადალახვის".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი