იგორ გიორგაძე მისი საქმის განხილვის დასრულებამდე საქართველოში სავარაუდოდ არ დაბრუნდება
21-07-2016, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლო განხილვების დასრულებამდე მისი საქართველოში დაბრუნება მიზანშეწონილი არაა.

 

 

როგორც ადვოკატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში გიორგაძის მიმართ, შიდა ეროვნული სამართლებრივი პროცედურები შეწყვეტილი არაა და შესაბამისად ჩამოსვლის შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

 

 

”მე ვფიქრობ, რომ მანამ სანამ სასამართლოს მიერ არ იქნება განხილული ობიექტურად და სამართლიანად საქმე, ვფიქრობ იგორ გიორგაძის ჩამოსვლა საქართველოში არ იქნება მიზანშეწონილი, თუნდაც დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე, ვინაიდან შიდა ეროვნულ დონეზე, შეიძლება სამართლებრივი რეაგირების განხორციელება. კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ძებნილი პირის მიმართ საქმის განხილვა მის დაუსწრებლად განხორციელდეს”, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

 

 

მან ასევე, აღნიშნა, რომ იგორ გიორგაძის მიმართ არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

 

„ის ამჟამად ბრალდებულის მაღალი სტატუსის მქონე პირია. შესაბამისად სასამართლო გამოძიების პროცესში უნდა დადასტურდეს, ან უარყოფილი იქნეს ის ბრალი, რომელიც მას წარდგენილი აქვს. სამართლიანი განხილვის პირობებში იგორ გიორგაძის უდანაშაულობის დადასტურება გარანტირებულია”, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

 

 

მთავარი პროკურატურის ცნობით, 2016 წლის 30 მაისს საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ მიეწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს, იგორ გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნ აშეწყდა.    

 

 

„ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზემოთ მითითებული საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე.

 

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მსგავსად წინა შემთხვევებისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზემოთ მითითებული საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე. კერძოდ, იგორ გიორგაძის მიმართ ძებნის შეწყვეტის საკითხის განხილვისას ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს არ გამოუთხოვია და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს არ მისცემიათ შესაძლებლობა ინტერპოლისთვის წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და მასალები, რაც იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობას დაასაბუთებდა. შედეგად, პირი რომელიც 1995 წლიდან იძებნებოდა, მის მიმართ შეწყდა ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნა. ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი