მძლავრმა შემოსავლებმა და კომპანიის საქონელბრუნვის ზრდამ "ამაზონის" დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მესამე ადგილზე მოაქცია. ინფორმაციას ამის შესახებ "ფორბსი" აქვეყნებს.
ბეზოსი ამაზონის წილების 18%–ს ფლობს, რომელიც ხუთშაბათის ვაჭრობაზე 2%–ით გაიზარდა. "ფორბსის" მონაცემებით, მისი სიმდიდრე 65,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ელექტრონული ვაჭრობის გიგანტის მოგებამ წელს უკვე 875 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2015 წელს მისი მოგება 92 მილიონი აშშ დოლარი იყო.
"ფორბსის" თანახმად, ბეზოსი სიმდიდრით მხოლოდ "მაიკროსოფტის" დამფუძნებელი ბილ გეითსი, (78 მილიარდი აშშ დოლარი) და ზარას დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა (73.1 მილიარდი აშშ დოლარი) უსწრებენ.
ამაზონის "მთავარ წევრთა" რაოდენობამ, რომელიც დამატებით მომსახურებებს, მათ შორის საქონლის უფასო მიტანას სთავაზობს წლიური გადასახადის სანაცვლოდ, შთამბეჭდავი საერთაშორისო წარმატება აჩვენა.
ივნისში "ამაზონმა" "მთავარი" ინდოეთში წამოიწყო, რათა ქვეყნის ფართო სამომხმარებლო ბაზრიდან სარგებელი მიეღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.