იაპონიის იმპერატორმა ნართაულად თქვა, რომ სურს გადადგეს - რატომ არ შეუძლია იმპერატორს გადადგომა?
08-08-2016, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ მტკიცედ აჩვენა, რომ სურს გადადგეს, განაცხადა რა, რომ შიშობს, ასაკიდან გამომდინარე, რთული იქნება შეასრულოს მისი მოვალეობები.

 


როგორც BBC იუწყება, დაფასებული 82 წლის იმპერატორის კომენტარები საჯაროდ, სატელევიზიო მიმართვისას გაკეთდა, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. დღევანდელი მიმართვა ტელევიზიით ოდესმე გაკეთებული მიმართვის მხოლოდ მეორე შემთხვევაა.

 


იმპერატორ აკიჰიტოს პირდაპირ არ უთქვამს, რომ უნდა ტახტიდან გადადგომა, რადგან მას შეზღუდული აქვს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

 


პრემიერ მინისტრმა შინზო აბიმ განაცხადა, რომ მთავრობამ „სერიოზულად“ უნდა მიიღოს შენიშვნები და იმსჯელოს იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს.

 


„იქედან გამომდინარე, თუ როგორ უდგება მის ოფიციალურ მოვალეობებს და ა.შ., მისი ასაკის და ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ როგორ მუშაობს ის, მე ნამდვილად პატივს ვცემ მის მძიმე პასუხისმგებლობას, რასაც იმპერატორი უნდა გრძნობდეს და მე მჯერა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მტკიცედ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოვიმოქმედოთ“, - თქვა მან.

 


აკიჰიტო, რომელსაც გულის ოპერაცია აქვს გადატანილი და პროსტატის კიბოზე მკურნალობდა, იაპონიის ტახტზე მისი მამის, ჰიროჰიტოს გარდაცვალების შემდეგ, 1989 წელს ავიდა.

 


რატომ არ შეუძლია იმპერატორს გადადგომა? იაპონიის არსებულ კანონებში გადადგომა არ არის ნახსენები. ასე რომ, იმისათვის, რომ მან შეძლოს გადადგომა, კანონები უნდა შეიცვალოს. ცვლილებები ასევე უნდა მოიწონოს პარლამენტმა.

 


რას ფიქრობს ხალხი? უმრავლესობა მხარს უჭერს იმპერატორის სურვილს, გადადგეს. „კიოდოს“ ახალი ამბების სააგენტოს ახლახან ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 85% აცხადებს, რომ გადადგომა უნდა იყოს ლეგალიზებული. მაგრამ ამგვარი ნაბიჯი იაპონიის საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის მიუღებელია.

 


იმის შესახებ დებატები კი, უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება ტახტზე ასვლისა ქალს, 2006 წელს წამოიწყეს, მაშინ, როცა იმპერატორს ვაჟი შვილიშვილები არ ჰყავდა, მაგრამ გადაიდო მას შემდეგ, რაც საიმპერატორო ოჯახში ვაჟი დაიბადა.

 


რას აკეთებს იმპერატორი? იმპერატორს არ გააჩნია პოლიტიკური ძალაუფლება, მაგრამ აქვს რამდენიმე სახის მოვალეობა, ისეთი მაგალითად, როგორიცაა უცხოეთის მაღალი წოდების პირების ოფიციალური დახვედრა და მისალმება. იაპონიის მონარქია შინტოს რელიგიაშია ძალიან ღრმად ჩართული და იმპერატორი ჯერ კიდევ ასრულებს რელიგიურ ცერემონიებს. მას ასევე მოჰყავს ბრინჯის მცირე მოსავალი სასახლის ტერიტორიაზე, მაშინ როცა იმპერატორის მეუღლე აბრეშუმის ჭიებს ზრდის.

 


თუკი ის გადადგება, იმპერატორ კოკაკუს შემდეგ (1817-ში) ეს იაპონიის იმპერატორის გადადგომის პირველი შემთხვევა იქნება.

 


BBC -ის ცნობით კი, მემარჯვენე ფრთის ნაციონალისტებს, რომლებიც მხარს უჭერენ აბის მთავრობას, არ უნდათ რაიმე სახის ცვლილებების მოხდენა ახლანდელ კანონში. ისინი დაჟინებით აცხადებენ, რომ იმპერატორები სიკვდილამდე უნდა იყვნენ ტახტზე.

 


იმპერატორმა აკიჰიტომ მის 10-წუთიან წინასწარ ჩაწერილ ვიდეო-მიმართვაში იმედი გამოხატა, რომ იმპერატორის, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს მოვალეობები გაგრძელდება მტკიცედ, ყოველგვარი წყვეტების გარეშე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი