ერთ თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში, დაუმტკიცებელმა ვარაუდებმა ჰილარი კლინტონის შერყეული ჯანმრთელობის შესახებ „თვითერის“ სალაყბო სივრციდან რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის თავდასხმის ხაზზე გადაინაცვლა. ამის შესახებ BBC წერს, რომლის თარგმანსაც Guardian.ge გთავაზობთ.
რაიმე საბუთის წარმოდგენის გარეშე ტრამპმა განაცხადა ოჰაიოში, ორშაბათს, რომ ჰილარი კლინტონს „აკლია გონებრივი და ფიზიკური სიცოცხლისუნარიანობა გაუმკლავდეს Isis-ს [ისლამური სახელმწიფო] და ყველა სხვა მტრებს, რომლის წინაშეც ვდგავართ“. ამას აცხადებს 70 წლის ტრამპი, რომელიც თითქმის ორი წლით უფროსია, ვიდრე ჰილარი კლინტონი.
ბოლოდროინდელი გავრცელებული ინფორმაციები ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობაზე ამტკიცებს, რომ იგი არასოდეს გამოკეთებულა სისხლის შედედებისაგან, რომელიც მან 2012 წელს გადაიტანა, და თავის სისუსტეს საიდუმლოდ ინახავს.
მისი ექიმები ამბობენ, რომ იგი ოპერაციის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა. გასულ წელს, წერილში, რომელიც თან ახლდა ტესტირების შედეგებს, მისი პერსონალური ექიმი ლიზა ბარდაკი ამბობდა, რომ „იგი ჩინებულ ფიზიკურ მდგომარეობაშია და მისი ჯანმრთელობა შეესაბამება იმ მდგომარეობას, რომ იმსახუროს შეერთებული შტატების პრეზიდენტად“.
ამგვარად, საიდან მივედით „ჯანმრთელია ემსახუროს“ მდგომარეობიდან „გასაიდუმლოებულ ჯანმრთელობის კრიზისამდე?“ - კითხულობს BBC.
ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის შესახებ ვარაუდების გამოთქმა „თვითერის“ მომხმარებლებმა დაიწყეს.
4 აგვისტო: ვებგვერდი „ინფორმაციული ომები“, რომელსაც კონსერვატორი კონსპირაციების თეორისტი ალექს ჯონსი მართავს, იწყებს კლინტონის ჯანმრთელობის სავარაუდო სისუსტის შესახებ ამბების გამოქვეყნებას. წერილებში კლინტონის კლიპები, რომელშიც იგი ივნისში „ასოშიეთედ პრესის“ რეპორტიორთან ხუმრობს, გამოყენებულია, როგორც სამხილი იმისა, რომ ყოფილ სახელმწიფო მდივანს აქვს „გულის წასვლები მაშინაც კი, როცა ის საჯარო სივრცეში იმყოფება“.
7 აგვისტო: კონსერვატორი ბლოგერი მათ დრაჯი აქვეყნებს ჰილარი კლინტონის ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მას თანაშემწეები ეხმარებიან კიბის საფეხურებზე ფეხის დაცურების შემდეგ. სათაურით, „ჰილარი კიბის საფეხურებს იპყრობს“ დრაჯს მკითხველი გადაჰყავს იმ ამბისკენ, რომელიც ამტკიცებს, რომ „ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის საეჭვო მდგომარეობა შესაძლოა 2016 წლის კამპანიის მთავარი საკითხი იყოს“. რაშია პრობლემა? ფოტო თებერვალშია გადაღებული და იმ დროს სატელევიზიო არხების ახალმა ამბებმა აჩვენეს, რომ მან განაგრძო კამპანია უმნიშვნელო დაცემის შემდეგ.
კლინტონის კიბეებზე გადაღებულ ფოტოს ასევე ყურადღებას აქცევს „ინფორმაციული ომები“. „ინფორმაციული ომები“ ამტკიცებს, რომ თანაშემწე, რომელიც კლინტონს ეხმარება, ფაქტობრივად, ექიმია და საგანი, რომელიც მას უკავია, არის წამალ დიაზეპამის შესასხურებელი ნივთი, რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს გულის წასვლებისას. (ფაქტების შემმოწმებელი ვებგვერდი „Snopes“-ი აცხადებს, რომ აღნიშნული საგანი ფაქტობრივად მცირე ზომის ელექტრონული ჩირაღდანი იყო).
8 აგვისტო: ერთ-ერთი ტაბლოიდური გამოცემა, რომელმაც ტრამპი ოფიციალურად მოიწონა პრეზიდენტის პოსტზე, აქვეყნებს წერილს სათაურით „ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის საიდუმლო კრიზისი“.
8-იდან 11 აგვისტომდე: Fox News-ის წამყვანი სინ ჰანიტი მის პრაიმ თაიმის სასაუბრო შოუში ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობის მრავალმხრივ სეგმენტებზე აჩერებს ყურადღებას. ჰანიტს მოყვანილი ჰყავდა სამედიცინო სფეროს ექსპერტები მის შოუში, რათა დაედასტურებინა მისი ეჭვები, მაგრამ ექიმები მას არ დაეთანხმნენ. CNN -ზე ტრამპის მხარდამჭერი ჯეფრი ლორდი ასევე იმეორებს იგივე განცხადებებს.
11-იდან 14 აგვისტომდე: ახალი ამბების რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის CNN და „ვაშინგტონ პოსტი“, ამხელენ განცხადებებს, რომელსაც ჰანიტი და „ინფორმაციული ომები“ ავრცელებდა. CNN-ის მედია რეპორტიორმა ბრაიან სტელტერმა ჰანიტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს „უგუნურება“ უწოდა.
15 აგვისტო: ტრმპმა თქვა, რომ ქალბატონ კლინტონს „აკლია ფიზიკური და გონებრივი სიცოცხლისუნარიანობა“ ებრძოლოს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.